LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლა პელტცი ბრუკლინ ბექჰემს ქორწინების ორი წლის იუბილეს ვინტაჟური ფოტოებითა და ემოციური სიტყვებით ულოცავს – გავიხსენოთ „საუკუნის ქორწილის“ პერიპეტიები

182
page

ბექჰემების უფროსი ვაჟის, ბრუკლინ ბექჰემისა და მილიარდერი, ნიკოლა პელტცის გრანდიოზული ქორწილიდან უკვე ორი წელი გავიდა. ნიკოლამ ,,ინსტაგრამზე” საქორწინო ფოტოების სერია გაავრცელა, რომელიც ვინტაჟურ სტილშია გადაწყვეტილი. მან ემოციური სიტყვებით მეუღლეს ქორწინების ორი წლის იუბილე მიულოცა.

„ჩემო სიყვარულო, არც კი მჯერა, რომ ჩვენი ქორწინებიდან უკვე ორი წელი გავიდა. მთელი გულით მიყვარხარ და დღითი დღე ეს გრძნობა იმატებს. დიდი მადლობა, რომ შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ, ძალიან მომწონს ჩვენი მუდმივი პაემანი“, – წერს ნიკოლა.

ცნობისთვის, რძალ-დედამთილის გახმაურებული „ომი“ სწორედ ქორწილის პერიოდში დაიწყო, როდესაც ნიკოლამ ვიქტორიას დიზაინით შეკერილ კაბაზე მტკიცე უარი განაცხადა. თუმცა, უკვე რახანია ეს დაპირისპირება დასრულებულია და ბექჰემების დიდ ოჯახში სიმშვიდე და ჰარმონია სუფევს.

ცნობილი გახდა ნიკოლა და ბრუკლინ ბექჰემების ქორწილის ორგანიზატორებთან დაპირისპირების მიზეზი

რძალ-დედამთილს შორის გაჩაღებული „ცივი ომის“ დეტალები გაშიფრულია

ფოტო: „საუკუნის ქორწილი“ – ბრუკლინ ბექჰემისა და მისი მილიარდერი გულისსწორის გრანდიოზული საქორწინო ცერემონიალი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები