LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო კობერიძე: „ჩემი მარცხია ის, რომ დედობა ვერ შევძელი…“

103
ნინო კობერიძე

მსახიობი ნინო კობერიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ (8 დეკემბრის ნომერი) თავისი ყველაზე დიდი გამარჯვებისა და მარცხის, ასევე შეცდომის შესახებ საუბრობს:

„მცდარ ნაბიჯად ჩემს ქორწინებას მივიჩნევ. მცდარი იყო იმიტომ, რომ ცუდად დამთავრდა. დაქორწინებული ორჯერ ვიყავი და პირველ ქორწინებას ვგულისხმობ. სინანულით თავი არ მომიკლავს, მაგრამ კარგი იყო, საერთოდ არ გადამედგა ეს ნაბიჯი.

ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება, ალბათ, დარეჯანის როლი იყო გოგი თოდაძის სპექტაკლში – „ერთხელ მხოლოდ, ისიც ძილში“. დამარცხებას დავარქმევ დოიაშვილის სპექტაკლში თამაშს „ მაყურებლისთვის ამის ნახვა აკრძალულია“. ძალიან უსახური გამოვიდა, ჩემი თავით უკმაყოფილო ვარ.

რაც შეეხება ცხოვრებას, ალბათ, ჩემი მარცხია ის, რომ დედობა ვერ შევძელი. გამარჯვება კი არ ვიცი, არ მახსენდება, ასეთი რამ არ ყოფილა.

თუნდაც ის, რომ წარმატებული მსახიობი ხართ, გაღიარეს, შეგიყვარეს?!

ალბათ, კი. ეს წარმატებაა. არ მინდა, უმადური გამოვჩნდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g