LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო მუმლაძე ქორწილს შემოდგომაზე გადაიხდის: „დედ-მამის ქორწილს ბავშვიც დაესწრება…“

465
ნინო მუმლაძე

მსახიობი ნინო მუმლაძე და მისი რჩეული გუგა გოგინაშილი შვილს ელოდებიან. ბავშვის სქესი ცნობილია. ნინო 39 წლის ასაკში პირველად გახდევა დედა და ის ვაჟს ელოდება.

ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში მსახიობი ქორწილის შესახებაც საუბრობს, რომელსაც ბავშვის გაჩენის შემდეგ გადაიხდის:

„მე და ჩემს მეუღლეს ურთიერთობა ჯერ დაკანონებული არ გვაქვს და შემოდგომისთვის ვგეგმავთ. როცა ერთად ცხოვრება დავიწყეთ, მაშინ შემომთავაზა ხელის მოწერა, მაგრამ სანამ ამ ყველაფრის ორგანიზებას მოვაბამდით თავს, მუცელიც გამეზრდებოდა და წონაშიც მოვიმატებდი, ამიტომ უარი ვთქვი. გადავწყვიტე, რომ დავიკლებ და გავლამაზდები, მერე გადავიხდი ქორწილს-მეთქი. ორსულობის პერიოდში 17 კილო მოვიმატე. კი მეუბნებიან, კარგად გამოიყურები, ლამაზი ხარო, მაგრამ მინდა, რომ ქორწილში ბევრად გამხდარი ვიყო. ასეთი რამ ცხოვრებაში ერთხელ ხდება და მინდა, ისეთი ლამაზი ვიყო, მთელი ცხოვრება დამამახსოვრდეს.

გამოდის, დედ-მამის ქორწილს შვილიც დაესწრება…

რა თქმა უნდა, დაესწრება (იცინის). ჩვენ ასე ვგეგმავთ და ღმერთმა ქნას, რასაც ვგეგმავთ, არ შეიცვალოს ისე სპონტანურად, როგორც აქამდე იცვლებოდა ჩემს ცხოვრებაში…

„ცოტაც და პირადად დამელაპარაკება“ – ფეხმძიმე ნინო მუმლაძის ფოტოები დასთან ერთად

ფოტო: ნინო მუმლაძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს

ექსკლუზივი: ნინო მუმლაძე ბიჭს ელოდება: „მე და ჩემი მეუღლე ბავშვის სახელზე ვერ ვთანხმდებით…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები