LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუცა შანშიაშვილი: „როდესაც მინდა, ბავშვს ტელეფონი თუ კომპიუტერი წავართვა, გაჯეტიდან მოვწყვიტო, ჩემს თავს ვახსენებ, რომ მე, თავად, ტელეფონი ჩემი ხელის გაგრძელებად წარმომიდგენია და რომ დიდი ხნის წინ ხალხი წიგნს ებრძოდა, ჯადო ეგონათ…“

678
ნუცა შანშიაშვილი ოჯახთან ერთად

მომღერალ ნუცა შანშიაშვილს ერთი ვაჟი ჰყავს. აღზრდის მეთოდების შესახებ კი ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას პასუხობს.

– როგორ მიდგომებს იყენებთ აღზრდის პროცესში?

– როდესაც მინდა, ბავშვს ტელეფონი თუ კომპიუტერი წავართვა, გაჯეტიდან მოვწყვიტო, ჩემს თავს ვახსენებ, რომ მე, თავად, ტელეფონი ჩემი ხელის გაგრძელებად წარმომიდგენია და რომ დიდი ხნის წინ ხალხი წიგნს ებრძოდა, ჯადო ეგონათ. ფიქრობდნენ, რომ ხალხს გააფუჭებდა. ეს ცივილიზაციის მორიგი ეტაპია. ერთი მხრივ, ძალიან რთულია, მაგრამ შეგუება და ბალანსია საჭირო, რა თქმა უნდა, მთელი დღე გაჯეტებს არ უნდა დაუთმოს, მაგრამ გლობალურად, მგონია, რომ გაჯეტებივე უნდა იყოს მათი განათლების წყარო და ცუდი კი არა, მათგან მათთვისვე საჭირო ინფორმაცია უნდა მიიღონ. ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ ამას ვუკრძალავ, ვთხოვ, რომ მაქსიმალურად დოზირებულად მოიხმაროს. ვცდილობ, ვარჯიშებით და სხვა აქტივობებით დავტვირთო, გართობისთვის ჰქონდეს დრო. გამიმართლა, რომ ძალიან მეგობრული ბავშვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g