20 თებერვალს, კრუზ ბექჰემი 21 წლის გახდება. ამ მნიშვნელოვანი თარიღის წინ ოჯახმა მცირე, თბილი წრეში გამართული წინასწარი წვეულება მოაწყო, რომელსაც თითქმის ყველა წევრი დაესწრო. გამონაკლისი მხოლოდ ბრუკლინი და მისი მეუღლე, ნიკოლა ეპლტცი იყვნენ.
ფოტოები სოციალურ ქსელში ვიქტორია ბექჰემმა გააზიარა. სტუმრებს შორის ოჯახის წევრებთან ერთად იყვნენ კრუზის რჩეული, ჯეკი აპოსტელი, მისი ძმის, რომეოს მეგობარი გოგონა, კიმ ტერნბული, ასევე ვიქტორიას კოლეგა და მეგობარი, ჯგუფ Spice Girls-ის წევრი, ემა ბანტონი.
„კრუზის დაბადების დღეს წინასწარ აღვნიშნავთ. ძალიან გვიყვარხარ“, – ასე მიულოცა ვაჟს ვიქტორიამ.
მიულოცა თუ არა, ოჯახური დაპირისპირების ფონზე ბრუკლინმა თავის ძმას იუბილე, ჯერჯერობით უცნობია.
კრუზ ბექჰემმა ბრუკლინ ბექჰემს, „შერიგების ხელი“ საჯაროდ გაუწოდა
„გზავნილი დაუნახავ ძმას“ – რომეო ბექჰემმა კისერზე ტატუ გაიკეთა