LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოჯახი ის, რაც ყოველთვის რჩება“ – რა კადრებს ავრცელებს და რას წერს ილია თოფურია რჩეულთან დაშორების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ

1531
ილია თოფურია (1)

UFC-ის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია სოციალურ ქსელში რჩეულთან, ჯორჯინა უზკატეგუისთან დაშორების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ოჯახურ კადრებს ავრცელებს.

„ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ კადრებში ჩანან მისი შვილები, უგო და ჯორჯინა.

„ჩემი მზის სხივი კვირა დღეს…“ – რას წერს და რა კადრებს გვიზიარებს ჯორჯინა უზკატეგუი სოციალურ ქსელში

ილიამ სოციალურ ქსელში განათავსა ბაბუასთან და ბებიასთან ერთად გადაღებული ემოციური კადრები.

ქართველი ჩემპიონი წერს, რომ „ოჯახი არის ის, რაც ყოველთვის რჩება“:

„მათ ვინც გზა გახსნა, მათთვის, ვინც მას გააგრძელებს – ოჯახი ის, რაც ყოველთვის რჩება“, – წერს ილია თოფურია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღეა, რაც ესპანური და ქართული მედიები, UFC-ის ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას და მისი მეუღლის, ჯორჯინა უზკატეგუის დაშორებაზე საუბრობენ. 

ილია თოფურიას და ჯორჯინა უზკატეგუის დაშორების შესახებ ინფორმაცია დადასტურდა – „წყვილის ახლობელი წყარო“ მედიასთან საუბრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g