LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოზემპიკის სანტა“ – ილონ მასკმა ახალი ფოტოთი გვაუწყა, რომ წონაში ძალიან დაიკლო

161
page

მულტიმილიონერმა ილონ მასკმა ნაძვის ხესთან გადაღებული ფოტო გაავრცელა და გამომწერებს დღესასწაული მიულოცა. საქმე ისაა, რომ 53 წლის მასკმა წონაში საგრძნობლად დაიკლო და ეს ცნობილი პრეპარატის, „ოზემპიკის“ დამსახურებით მოხდა.

„ოზემპიკის სანტა“, – სწორედ ასე დაასათაურა ფოტო ილონმა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ ის რადიკალურად განსხვავებულად გამოიყურებოდა და სულაც არ მალავდა იმ ფაქტს, რომ უკვე მისი წონაში დაკლების დროს იყო.

შეგახსენებთ, ილონ მასკი კაცობრიობის ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის კაპიტალმაც 400 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. Bloomberg-ის მონაცემებით, იგი ამჟამად 447 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონებას ფლობს, რითაც თითქმის 200 მილიარდი დოლარით უსწრებს მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფ ჯეფ ბეზოსს.

ილონ მასკი მსოფლიოში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 400 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

52 წლის ილონ მასკს მე-12 შვილი შეეძინა და ის გაჩერებას არ აპირებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები