LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი – ერთადერთი, ვინც ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე სააკაშვილი და გვარამია ახსენა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი იყო.. ვარჰეის მთავარი გზავნილია, რომ დღეს არ არის წუწუნის, კინკლაობის დრო

73
შალვა

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მთავარი გზავნილია, რომ დღეს არ არის წუწუნის, კინკლაობის დრო და ყველა საერთო ეროვნულ ამოცანაზე კონცენტრირდეს.

როგორც მან ევროკომისართან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ოლივერ ვარჰეი ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს წინსვლის გულშემატკივარია.

შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ერთადერთი, ვინც ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია ახსენა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი იყო.

კითხვაზე, ოპოზიციამ თქვა, რომ შეხვედრაზე საუბარი იყო ასევე პოლიტპატიმრებზე, დეოლიგარქიზაციაზე მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზე, პაპუაშვილმა აღნიშნა: „ერთადერთი, ვინც ეს ახსენა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, კომისარს ამ საკითხზე ერთი სიტყვაც არ დაუძრავს“.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საქართველო რეფორმებში ლიდერი იყო და ახლა თითქოს აღარ არის.

„მაგალითად მოჰყავდათ ანტიკორუფციული მიმართულებები და მაშინ, როდესაც იქვე შეხვედრაზე გვქონდა საუბარი, იმაზე, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, ანტიკორუფციული კუთხით, საქართველოს უსწრებს ევროკავშირის ცხრა წევრ ქვეყანას.

რაზე არის საუბარი, როგორ შეიძლება, ვისაუბროთ, რომ რამენაირად საქართველო ჩამორჩენილი არის სხვა ქვეყნებს, ვსაუბრობ კანდიდატებზე, როდესაც ყველა ობიექტური შეფასებით საქართველო არის წინ. ყოველთვის მოვუწოდებ ჩვენს ოპოზიციას, უფრო პოზიტიურად იყვნენ განწყობილი საკუთარი სამშობლოს მიმართ.

ჩვენი ამოცანა ერთიანობის, მათ შორის გულისხმობს ერთიანობას იმაში, რომ ევროკავშირი დავარწმუნოთ კანდიდატის სტატუსის მოცემაში, ვინაიდან, ამაში ხომ ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველო დღეს იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. თუ კი ამაზე ვთანხმდებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა იყოს ერთიანი, რათა დავარწმუნოთ ევროკავშირი, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვცენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამავე თემაზე:

„არსებობს ვიზიტის 2 ძირითადი მიზეზი“ – საქართველოს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სტუმრობს

დარწმუნებული ვარ, რომ 12-ვე რეკომენდაციაზე მუშაობას ძალიან მალე დავასრულებთ – პრემიერის მთავარი გზავნილები ევროკომისართან შეხვედრის შემდეგ

ჩვენ არ ვარჩევთ რომელია „კარგი“ ოლიგარქი და რომელი „ცუდი“ – ოლივერ ვარჰეი

ყველაფერი გვაქვს იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი – ოლივერ ვარჰეი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g