კათოლიკოს-პატრიარქი 4 იანვარს 87 წლის გახდა. მის უწმინდესობას დაბადების დღე მიულოცეს როგორც ხელისუფლების პირველმა პირებმა, ისე ინტელიგენციის, მეცნიერებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა, საზოგადოების სხვადასხვა ფენისა და მრევლის წევრებმა.
„ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას ჩვენი ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნულია გიორგი გახარიას მილოცვაში.
ჩვენი პატრიარქის ღვაწლი ფასდაუდებელია - ვინ როგორ ულოცავს ილია მეორეს დაბადების დღეს
"მისი მოღვაწეობა არის განსახიერება სიდარბაისლის და სიბრძნის" - ილია მეორე 42 წელია სათავეში უდგას ქართულ ეკლესიას.
ილია მეორეს 87 წლის შესრულება მიულოცა პარლამენტის თავმჯდომარემაც. საპატრიარქოში მისალოცად მივიდნენ მმართველი პარტიის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც.
შესაბამის ფოტოებს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.















