კომპანია Tesla-მ დიდი ხნის წინ დაანონსებული ელექტრო ტრაილერების წარმოება დაიწყო. Semi Truck-ების პირველი მომხმარებელი უმსხვილესი კონგლომერატი „პეპსი“ გახდება. როგორც ილონ მასკმა გამომწერებს Twitter-ში დაუწერა, პეპსი პირველ ავტომობილებს დეკემბერში მიიღებს.
მასკმა ისიც დააზუსტა, რომ სულ რაღაც ერთი დამუხტვით ახალი ტრანსპორტი 800-მდე კილომეტრს გაივლის.
აღსანიშნავია, რომ „პეპსი“ ამ მანქანებს 2017 წლიდან ელოდება. წესით „ტესლას“ წარმოება 2019 წელს უნდა დაეწყო, თუმცა პანდემიის და მის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების გამო ეს თარიღი მუდმივად იწეოდა.
ავტომწარმოებელმა „პეპსის“ 100 ერთეული სატვირთო უნდა აუწყოს. თავის მხრივ „პეპსი“ კი გეგმავს რომ 2040 წლისთვის მავნე გამონაბოლქვის რაოდენობა მინიმუმამდე შეამციროს.