LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი კადრები გილერმო დელ ტოროს ,,ფრანკენშტაინიდან”, რომელშიც ოსტინ ბატლერი მონაწილეობს

149
photo-collage.png (49)

Vanity Fair-მა ქსელში გილერმო დელ ტოროს ახალი ფილმის – ,,ფრანკენშტაინი” ექსკლუზიური კადრები გამოაქვეყნა.

,,ოსკაროსანი” რეჟისორის უახლესი ნამუშევარი, რომელიც ბრიტანელი ავტორის, მერი შელის 1818 წლის რომანს – ,,ფრანკენშტაინი ანუ თანამედროვე პრომეთე” ეფუძნება, ,,ნეტფლიქსთან” თანამშრომლობით შეიქმნა. კინოსურათის პრემიერა ნოემბერში იგეგმება, თუმცა ამ ეტაპზე ზუსტი თარიღი უცნობია.

მთავარ პერსონაჟს გოთიკურ სამეცნიერო ფანტასტიკაში, ჯეიკობ ელორდი განასახიერებს. ცნობილია, რომ ავსტრალიელ მსახიობამდე ამ როლზე, ბენედიქტ კამბერბეჩი და ენდრიუ გარფილდი მოიაზრებოდნენ. Frankenstein-ში ასევე ოსკარ აიზეკი და მია გოთი მონაწილეობენ.

ლეგენდარული მექსიკელი ფილმმეიკერის თქმით, ფრანკენშტაინის მონსტრის ახალი ეკრანული ვერსია მის წინამორბედებზე უფრო მგრძნობიარეა.

ცნობისთვის, ნაწარმოები მოგვითხრობს ვიქტორ ფრანკენშტაინის, ახალგაზრდა მეცნიერის ისტორიას, რომელიც არაორდინალური ექსპერიმენტის შედეგად, გონიერ არსებას ქმნის. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები