LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთის პრემიერი: ალექსანდრე ლუკაშენკო და ვლადიმერ პუტინი მიჰყვებიან სტრატეგიას, რომლის მიზანი დასავლეთის დესტაბილიზაციაა

42
პოლონეთის პრემიერი - მატეუშ მორავეცკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი ბელარუსთან კონფლიქტის გამწვავებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან გამოცემა Bild-თან ინტერვიუში ისაუბრა და თქვა, რომ ამჟამად სიტუაცია სტაბილურია, მაგრამ უფრო და უფრო სახიფათო ხდება.

როგორც მატეუშ მორავეცკიმ აღნიშნა, ბელარუსი მიგრანტებს იარაღად იყენებს, მათი სამიზნე გერმანია, საფრანგეთი და ნიდერლანდებია. პოლონეთის პრემიერი შიშობს, რომ საზღვარზე შექმნილი სიტუაცია შესაძლოა ღია სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდოს.

ევროკავშირი ბელარუსის საზღვართან თავმოყრილ მიგრანტებს დახმარებას უგზავნის

„ბელარუსის ძალები სულ უფრო და უფრო მეტ პროვოკაციებს ახორციელებენ. როგორც ჩანს, ალექსანდრე ლუკაშენკო და ვლადიმერ პუტინი მიჰყვებიან სტრატეგიას, რომლის მიზანი გაურკვევლობის დანერგვა და დასავლეთის დესტაბილიზირებაა.

ჩვენ არ ვიცით, კიდევ რას გეგმავენ. შესაძლოა, საზღვარზე შექმნილი კრიზისი ემსახურებოდეს ახალი სამხედრო თავდასხმებისგან ყურადღების გადატანას, რომელსაც პუტინი უკრაინაში ამზადებს“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა და დაამატა, რომ პოლონელები თავიანთ და ევროპის, ნატო-ს აღმოსავლეთ საზღვარს, ნებისმიერი საშუალებით დაიცავენ.

რუსული გამანადგურებლები ბელარუსში იფრენენ – კრიზისი პოლონეთის საზღვარზე

„თუ დღეს ათასობით მიგრანტის შეკავებას ვერ შევძლებთ, მალე ევროპისკენ მომავალ ასიათასობით, მილიონობით მიგრანტს მივიღებთ“, – განაცხადა მატეუშ მორავეცკიმ.

ენტონი ბლინკენი: ვიდრე ბელარუსი ევროპაში უსაფრთხოებას ძირს უთხრის, ჩვენ ლუკაშენკოს რეჟიმზე ზეწოლას განვაგრძობთ

ამასთან დაკავშირებით პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის საიმიგრაციო პოლიტიკაც გააკრიტიკა: „ანგელა მერკელმა საფრთხის ქვეშ დააყენა უამრავი ევროპული სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ხელოვნური მრავალკულტურიანობა შექმნა. ეს ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის სახიფათო პოლიტიკა იყო“, – აღნიშნა მატეუშ მორავეცკიმ.

„ევროკავშირმა არ უნდა დაუშვას ლუკაშენკოს შანტაჟი“ – ანგელა მერკელს ბელარუსის ლიდერ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან სატელეფონო საუბრის გამო აკრიტიკებენ

magti 5g