LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პომიდორს გააჩნია ანტიონკოლოგიური ზემოქმედება, ახდენს ღვიძლის დეტოქსს, აქვს ნაღველმდენი ფუნქცია…“ – სუპერ პროდუქტი ჯანმრთელობისთვის: რას გვირჩევს ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

393
შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგმა, შოთა ჯანჯღავამ გადაცემაში „პაციენტი“ საკვები პროდუქტების სასარგებლო თვისებებზე ისაუბრა.

როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი ჩიყვზე – ექიმი/ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის სიმპტომებზე

აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ საკვებ პროდუქტს ანტი ონკოლოგიური ზემოქმედება გააჩნია. ენდოკრინოლოგმა ერთ-ერთ ასეთ პროდუქტად, პომიდორი დაასახელა:

„პომიდორი არ უნდა იყოს დაბინძურებული ნიტრატებით და უნდა იყოს ბუნებრივად მოყვანილი. ასეთ შემთხვევაში მასში ბევრი ანტიოქსიდანტია, რაც ჩვენს ორგანიზმს ეხმარება ცუდ ნივთიერებებთან ბრძოლაში.

მას გააჩნია დეტოქსის ფუნქცია და წმენდს ჩვენს ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან.

ასევე გააჩნია ოქსიდაციურ სტრესზე, ღვიძლის დეტოქსის ფუნქცია და ნაღველმდენი ფუნქციაც შეიძლება მივაწეროთ მას.

არის კვლევები, რომლის თანახმადაც წითელი ნივთიერება, რაც ფერს აძლევს პომიდორს, მას აქვს ანტიონკოლოგიური ზემოქმედება ორგანიზმზე, შესაბამისად ადეკვატური რაოდენობით ზაფხულის პერიოდში უნდა მივიღოთ პომიდორი აუცილებლად“, – ამბობს ჯანჯღავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g