LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა უხარისხო ნარკოტიკის გამო პოლიციაში იჩივლა

125
Screenshot 2024-05-02 120338

აშშ-ში ქალი სასამართლოში მოხვდა მას შემდეგ, რაც თავის ნარკოდილერს პოლიციაში უჩივლა. ამის შესახებ Reddit წერს.

გასული იანვრის თვეში 34 წლის სარა ჰარისმა 911-ში დარეკა და ოპერატორს შეატყობინა, რომ დილერმა მას ცუდი ხარისხის მეტამფეტამინი მიჰყიდა. ამერიკელმა ნარკოდილერის დაკავება მოითხოვა, რადგან მისმა პროდუქტმა ისეთი გრძნობები გამოიწვია, თითქოს ის გულის შეტევის ზღვარზე იყო.

ჰარისის სახლთან პოლიცია მივიდა. ქალმა სამართალდამცავებისგან ნივთიერების შემოწმება მოითხოვა და დაამატა, რომ უხარისხო ნარკოტიკის გამყიდველისთვის ბრალის წაყენება სურდა. შემდეგ მან პოლიციას ეს ნარკოტიკიც გადასცა.

ბუნებრივია, ქალი დააკავეს და მეტამფეტამინის შენახვისთვის ბრალი წაუყენეს. გამოძიებაც დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები