LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები პოლონეთში პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ

110
ქართული ღვინო

ღვინის ეროვნული სააგენტოს და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქალაქ კრაკოვში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში (EnoExpo 2024) ქართული ღვინის ხუთი მწარმოებელი მონაწილეობს.

EnoExpo, რომელიც უკვე 21-ედ იმართება, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ გამოფენად ითვლება აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში.

გამოფენაზე ქართული ღვინის კომპანიებს  შესაძლებლობა აქვთ შეხვდნენ ადგილობრივ იმპორტიორებსა და ჰორეკა სექტორის წარმომადგენლებს სამომავლო თანამშრომლობისა და ექსპორტის ზრდის მიზნით.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 5.2 მლნ ლიტრი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 12%-ით აღემატება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g