LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქირურგიული ჩარევის დროს მუსიკა სტრესს ამცირებს და გამოჯანმრთელებას ხელს უწყობს

105
6ce97290-c89b-11f0-bd7c-1744b857cc58.jpg

BBC-ის ინფორმაციით, ინდური კვლევა აჩვენებს, რომ ოპერაციის დროს ჩართული მშვიდი მუსიკა არა მხოლოდ პაციენტის ორგანიზმს ამშვიდებს, ანესთეზიის შემდეგ გაღვიძებასაც უფრო აადვილებს. 
დელიში, მაულანა აზადის სამედიცინო კოლეჯისა და ლოკ ნაიაკის საავადმყოფოს ექიმებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს:  ნაღვლის ბუშტის ლაპაროსკოპიული ამოკვეთის ოპერაციებზე პაციენტებს ყურსასმენებით ფლეიტის ან ფორტეპიანოს მელოდიებს ასმენინებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ნარკოზის გამო პაციენტი უგონო მდგომარეობაშია, ტვინის ნაწილი მაინც ნაწილობრივ აქტიური რჩება და სწორედ აქ იჩენს თავს მუსიკის ეფექტი.
რა დადგინდა კვლევით?
11 თვის განმავლობაში, 56 პაციენტზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ:
მუსიკის მოსმენის დროს პაციენტებს ნაკლებ ანესთეზიას უკეთებდნენ.  
მათი არტერიული წნევა და გულისცემა უფრო სტაბილური იყო.
ნარკოზიდან უფრო სწრაფად და უფრო კარგად იღვიძებდნენ.
კორტიზოლის, სტრესის ჰორმონის დონე მნიშვნელოვნად დაბალი იყო.
ოპერაციის შემდეგ აღდგენა გართულებების გარეშე მიმდინარეობდა.
ექიმები განმარტავენ, რომ მიუხედავად უგონოდ ყოფნისა, სხეული მაინც რეაგირებს ქირურგიულ სტრესზე – იზრდება პულსი, არტერიული წნევა, ჰორმონები. მუსიკა ამ რეაქციას შიდა დონეზე ამშვიდებს.
აღსანიშნავია, რომ მომავალში მეცნიერები ოპერაციის დროს სხვადასხვა მუსიკალური ჟანრების ზემოქმედებას შეისწავლიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები