LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქორწილისა და სახლის თანხის უდიდესი ნაწილი ჯეი ლომ გადაიხადა, ის ბენ აფლეკზე სასტიკი შურისძიებისთვის ემზადება“ – „ბენიფერის“ ზღაპარი დასრულდა

424
page

„ბენიფერის“ ზღაპარი, როგორც ჩანს, მართლაც დასრულდა და უკან მოსაბრუნებელი ყველა გზა მოჭრილია. სულ ცოტა ხნის წინ გამოცემა In Touch Weekly-ს ინსაიდერმა ექსკლუზიური ინფორმაცია მიაწოდა. წყაროს ცნობით, ჯეი ლო მოხარულია, რომ საზოგადოება ბოლოს და ბოლოს მიხვდა, რასაც წარმოადგენს ბენი, ის ახლა მხოლოდ ქონების გაყოფასა და შურისძიებაზე ფიქრობს. ინ­სა­ი­დე­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლო­პე­სი აფ­ლეკს სა­ერ­თო ქო­ნე­ბი­დან ნა­ხე­ვარს მოს­თხოვს. 

„ჯეი ლო თავს შეურაცხყოფილად გრძნობს და რევანშისთვის ემზადება. ის მოხარულია, რომ მსოფლიომ ბოლოს და ბოლოს ბენის რეალური სახე დაინახა და მიხვდა, რომ ის სრულყოფილი სულაც არ არის. ჯენიფერი ახლა მხოლოდ ქონებაზე ფიქრობს, ქორწილისა და სახლის ღირებულების უდიდესი ნაწილი ხომ თავად გადაიხადა“, – აცხადებს წყარო.

რაც შეეხება წყვილის უთანხმოების მიზეზს, ერთ-ერთი ვერ­სი­ით, დაძაბულობა ჯე­ნი­ფე­რის ზედ­მეტ სა­ჯა­რო­ო­ბას მოჰ­ყვა. ეს კი იგივე მიზეზია, რის გამოც წყვილმა 2003 წელს ნიშნობა ჩაშალა.

„აი აქ დასრულდა ყველაფერი“ – მედიაში „false“ ჩხუბის ვიდეო ვრცელდება

„ბავშვები მათ შერიგებას ჯეი ლოს დაბადების დღემდე აქტიურად ცდილობენ” – ახალი დეტალები „ბენიფერის“ შესახ

მანამ, სანამ ჯეი ლო ევროპაში მოგზაურობდა, ბენ აფლეკმა სახლიდან საკუთარი ნივთები გამოიტანა – უახლესი ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები