LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა პროცედურებია რეკომენდებული ზაფხულში – სილამაზის აკადემია

652
ქეთი-მაჭავარიანი

რა პროცედურებია რეკომენდებული ზაფხულში – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ დერმატოლოგმა, ინექციონისტმა ქეთი მაჭავარიანმა ისაუბრა.

როგორ მოვლას საჭიროებს ზაფხულში კანი?

ზაფხულში, განსხვავებით სხვა სეზონებისგან, კანს განსაკუთრებული მოვლა და დაცვა ესაჭიროება, ვგულისხმობ როგორც სახლის მოვლის ხაზს, ასევე კოსმეტოლოგიური პროცედურებს…მნიშვნელოვანია სწორედ მოვამზადოთ კანი ნამზეურამდე. გარდა ამისა,  საყურადღებოა ნამზეურის შემდგომ რეაბილიტაცია…

რა პროცედურებია რეკომენდებული ზაფხულში?

უნდა დაიწყოთ კანის გასუფთავება-ექსფოლიაციით, რადგან ამ სეზონზე ბევრად მსუბუქი ტექსტურის დასაბანი ქაფს და ამქერცლავ ექსფოლიანტებს ენიჭება უპირატესობა, რათა არ მოხდეს კანის დაზიანება და ლაქების გაჩენა.

დამატენიანებელი შრატებიდან წამყვან ადგილს ჰიალურონის მჟავა იკავებს… თხელი ტექსტურიდან გამომდინარე, ის ღრმად აღწევს შრეებში, ატენიანებს კანს და აძლიერებს კრემის მოქმედებას…

ზაფხულში სასურველია თხელი ტექსტურის კრემების, გელკრემების გამოყენება, რომელიც იქნება ჰიალურონით, ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით გაჯერებული.

ყველაზე მნიშვნელოვანია მზისგან დაცვა! სპფ საშუალებები წარმოქმნის დამცავ ეკრანს, რომელიც აირეკლავს მზის არასასურველ სხივებს და იცავს კანს არასასურველი ინსოლაციისგან…

რა აზრის ხარ აპარატურულ წმენდაზე?

მე ვემხრობი აპარატურულ წმენდას. აუცილებელია მომზადდეს და გასუფთავდეს კანი, აპარატურული წმენდის საშუალებით და დატენიანდეს ბიორევიტალიზანტების საშუალებით. ასევე, კარგია კანისთვის მეზოკოქტეილები, რომელიც კვებავს კანს. მნიშვნელოვანია, რუჯის შემდგომ ბიორევიტალიზანტების გამეორება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები