3 აგვისტოს, შოვში მომხდარი სტიქიის დროს დაღუპულ 20 წლის სალომე ხეთაგურს მეგობრები ემშვიდობებიან. სალომე ხეთაგურის ცხედარი მაშველებმა სტიქიის ზონაში 15 აგვისტოს იპოვეს.
სალომეს შესახებ ფეისბუკში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს სოციალური ქსელის მომხმარებელი ნანა ქაშიბაძე:
„საკმარისი იყო ერთხელ გენახა და გული არ გაეთბო თავისი ღიმილით…
არიან ადამიანები, პეპლებივით რომ შემოფარფატდებიან ცხოვრებაში და ანგელოზებად გადაინაცვლებენ მარადისობაში… ასეთი იყო სალომე…
ჩემი საოცრად თბილი მეგობრის საოცრად აღზრდილი და რუდუნებით გაზრდილი შვილი…
რაჭაზე და სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებული თვალებცქრიალა სალო ხმაურით წავიდა, მთელი საქართველოს უსაზღვრო სევდა, ნაცნობ-უცნობის დაუშრობელი ცრემლი და გულის კუნჭულში დარჩენილი იმედების ნაპერწკლებიც თან გაიყოლა…
მეორე ფოტო შოვშია გადაღებული, თავის დაბადების დღეზე, მარიამობას…
რა არ ვუსურვეთ წარმატებულ მომავალთან ერთად, არ ეყო დრო ამ სურვილების ასასრულებლად.
უფალს ებარებოდე ჩემო ლამაზო…
ხათო, სანუგეშოს ვერაფერს გეტყვი, გარდა იმისა, რომ სალომეს ამქვეყნიური საოცარი დედა ხარ, მჯერა, იმქვეყნიურ სამყაროში ზეციური დედოფალი გაუწევს შენს ანგელოზს დედობას, არ შეგეშინდეს, გაძლიერდი გთხოვ. თანაგიგრძნობ უსაზღვრო ტკივილს“, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.
საკმარისი იყო ერთხელ გენახა და გული არ გაეთბო თავისი ღიმილით…
არიან ადამიანები,პეპლებივით რომ შემოფარფატდებიან…
Posted by ნანა ქაშიბაძე on ოთხშაბათი, 16 აგვისტო, 2023
ცნობისათვის, შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა 27 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ეძებენ დაკარგულ 6 ადამიანს.