LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი მადლობაც არ უნდა გადაგიხადო, ვერასდროს ეყოფა იმ გრძნობას, რაც შენ მე მაჩუქე – ნინი შერმადინი მაიკო კაჭკაჭიშვილს

2554
ფორტუნა - 2023-04-08T001152.626

კომპოზიტორმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა ნინი შერმადინის დედის ხსოვნის პატივსაცემად სიმღერა დაწერა.

„თითქოს ყველა სიტყვა ჩემი გულიდან წაიკითხა“.- ამბობს ნინი და სიმღერის მოსმენისას ემოციებს ვერ იკავებს.

„დღეს ხარებაა, ყველაზე ლამაზი და ბედნიერი დღესასწაული, როდესაც მთავარ ანგელოზმა ახარა მარიამ ღვთიმშობელს, რომ იგი შობდა მაცხოვარს. ❤️?

დღეს მე მახარა მაიკო კაჭკაჭიშვილმა დედას ხსოვნისთვის სიმღერა. თითქოს ყველა სიტყვა, ფრაზა, მელოდია ჩემი გულიდან წაიკითხა… გენიოსია!

ყველაზე უფრო დიდი თვისება რაც აქვს ძალიან დიდი გული აქვს! მადლობა მაი… ძალიან ბევრი ვიტირე ❤️? რამდენი მადლობაც არ უნდა გადაგიხადო, ვერასდროს ეყოფა იმ გრძნობას, რაც შენ მე მაჩუქე დღეს. ჩემი ლამაზი ფისუნიას ხსოვნას უკვდავყოფს ეს უკიდეგანოდ მაგარი სიმღერა! მიყვარხარ ❤️

აი, ეს ის ემოციებია, რაც სიმღერის მოსმენის დროს დამემართა! მალე გამოვა და იმედია ყველას შეგიყვარდებათ, ზუსტად ისეთივე ლამაზი, თბილი და ტკბილი სიმღერაა, როგორიც ჩემი ფუმფულა დედიკო იყო!
მაი დიდი მადლობა ყველაფრისთვის “. – წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g