ცოტა ხნის წინ, 46 წლის ანჯელინა ჯოლი „ინსტაგრამზე“ დარეგისტრირდა. მისი პირველი „პოსტი“ ავღანეთში მიმდინარე მოვლენების შესახებაა.
მას შემდეგ საზოგადოება სულმოუთქმელად ელოდა, თუ როდის გაავრცელებდა ჯოლი პირადის ცხოვრების ამსახველ ფოტო/ვიდეო მასალას და აი, 46 წლის ვარსკვლავმა ქალიშვილების, ზაჰარასა და შაილოს ფოტოები გამოაქვეყნა, გოგონებს წიგნები უჭირავთ ხელში.
„ზაფხულის საკითხავი, ეს ყველაზე საყვარელი მენიუა ოჯახში“, – წერს ანჯელინა.
16 წლის ზაჰარა ტონი მორისონის წიგნს კითხულობს, 15 წლის შაილო კი რომანს სახელწოდებით „ბნელ დღეები“.