LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არის სასურველი ნებისმიერი ჩარევის დროს კბილების ბრეკეტებით გასწორება – სილამაზის აკადემია

759
მარიამ-სიჭინავა

რატომ არის სასურველი ნებისმიერი ჩარევის დროს კბილების ბრეკეტებით გასწორება – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ – ორთოდონტმა მარიამ სიჭინავამ ისაუბრა.

რატომ არის სასურველი სტომატოლოგთან პროფილაქტიკის მიზნით სიარული?

საზოგადოებაში ხშირად გაიგონებთ ფრაზებს: „ ამოვიღებ კბილებს, ჩავისვამ იმპლანტებს და მივიღებ სასურველ შედეგს“, “ პროთეზებს გავიკეთებ”. ასეთი ფრაზები იმაზე მიუთითებს, რომ საზოგადოებას სრულფასოვანი ცოდნა ამ მიმართულებით არ აქვს.

საბედნიეროდ მოსახლეობა ხშირად მიმართავს სტომატოლოგს პროფილაქტის მიზნით, რაც ამ კუთხით საზოგადოების ცოდნის ამაღლებაზე მიუთითებს. ადრეულ დიაგნოსტიკას, პროფილაქტიკასა და მკურნალობას, მივყავართ სასურველ შედეგამდე.

ჩვენ თუ გვეცოდინება, როგორ უნდა გავიწმინდოთ კბილები სწორად და გვექნება სწორი თანკბილვა, ეს იმის წინაპირობაა რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ჩვენი კბილები იქნებიან ჩვენს სამსახურში და არ გახდება საჭირო არც პროტეზირება, არც ტოტალური იმპლანტაცია.

რას ნიშნავს ინდივიდუალური პირის ღრუს ჰიგიენა?

ინდივიდუალური პირის ღრუს ჰიგიენა ნიშნავს, როგორც კბილების, ასევე ლორწოვანი გარსის( პაროდონტის ქსოვილების) სიჯანსაღეს. პირის ღრუს ინდივიდუალური და პროფესიული წმენდა გვაცილებს კარიესის განვითარებას, მათ გართულებასა და საბოოლოდ კბილის დაკარგვას, აჯანსაღებს ლორწოვან გარს, თავიდან აგვაცილებს ღრძილების ანთებას, პაროდონტიტსა და ასე შემდეგ.

მხოლოდ ინდივიდუალური, ან პროფესიონალური წმენდა ვერაფერს გახდება, თუ კბილები მჭიდროდ იქნებიან განლაგებული, რადგან მიუწვდომელ ადგილებში ჰიგიენა რთულდება. ვითარდება კარიესი და შორს წასულ შემთხვევაში იბჟინება კბილი. კბილების სწორ განლაგებას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

სწორ თანკბილვაში რას გულისხმობთ?

ზედა და ქვედა ყბის კბილთა მწკრივების შეთანასოვნებას ცენტრალურ ოკლუზიაში. ენგლეს კლასიფიკაციის მიხედვით განასხვავებენ თანკბილვის სამ კლასს. საზოგადოებისთვის მარტივად გასაგები რომ იყოს: 1 კლასი ნორმაა. მე-2 კლასის დროს ზედა ყბა უფრო წინ არის წამოწეული და ქვედა ყბა ჩამორჩება უკან. მე-3 კლასის დროს ქვედა ყბა მკვეთრად არის წინ გამოწეული და ზედა ყბა დგას ქვედას უკან. გარდა ამ სამი კლასისა არსებობს ქვეკლასები სიბრტყეების მიხედვით, რაც ართულებს თანკბილვას. იშვიათად გვხვდება იზოლირებულად ერთი სახის პათოლოგია. შეიძლება პაციენტი მხოლოდ ერთი კბილის პრობლემას ხედავდეს, რაც მას ხვდება მკვეთრად თვალში. ორთოდონტოიული თვალსაზრისით კი ბევრად რთულად აღმოჩნდეს საქმე.

აღნიშნული თანკბილვის დარღვევა პირველ რიგში აისახება სახის ნაკუთებზე, სიმეტრიასა და ნაოჭების განვითარებაზე. ამასთან შეიძლება დარღვეული იყოს კბეჩისა და ღეჭვის ფუნქციაც.

ალბათ პაციენტებიც გკითხავდნენ, თუ ვიცით რომ კბილები მთელი ცხოვრების მანძილზე ფიზიოლოგიურად განაცვლდებიან, რა მნიშვნელიბა აქვს მათ გასწორებას, როცა შეიძლება მარტივად დაქლიბვის ხარჯზე მივიღოთ საოცნებო ეგრეთ წოდებული ჰოლივუდის ღიმილი...

თაკბილვის გასწორების დროს, ორთოდონტის მიზანი მხოლოდ კბილების გასწორება არაა. საქმე ეხება ფესვების პარალელურად განლაგებას, იმისთვის, რომ ღეჭვის დროს ძალები სიმეტრიულად და სრულფასოვნად გადანაწილდნენ.

ადგილი როცა აქვს რომელიმე ზემით აღნიშნულ თანკბილვას, კბილთა მჭიდრო დგომას, ფესვები პარალელურად განლაგებული არ არის, ღეჭვითი ძალების გადანაწილება არასრულფასოვანია. ნაწილდება არათანაბარი ძალები, რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ იმის წინა პირობაა, რომ განვითარდეს პაროდონტის დაავადებები, პერიოდონტიტი და გარკვეული პერიოდის შემდეგ კბილი ამოსაღებიც კი გახდეს.

სამუდამო არაფერია და ჩვენ უნდა გავიაზროთ, მიუხედავად დიდი ხარჯებისა, ორთოპედიული კონსტრუქციების შეცვლა 5-6 წელში აუცილებელია. შეცვლის პროცესიც გარკვეულ ზეგავლენას ახდენს დაქლიბულ კბილზე, რომლის დროსაც შეიძლება ამოსაღებიც კი გახდეს კბილები.

თუ ორთოდონტოული პათოლოგიის დროს, პაციენტი პირდაპირ ორთოპედიული კონსტრუქციის გაკეთებით იწყებს სასურველი შედეგის მიღებას, არ ითვალისწინებს ორთოპედისა და ორთოდონტის რეკომენდაციას, ის რამდენიმე წელში ირთულებს ცხოვრებას.

კბილების გასწორების ასაკი შეუზღუდავია. თუ გვაქვს პაროდონტოლოგის, ორთოპედის, ან იმპლანტოლოგის რეკომენდაცია 50 წლის ზევით ასაკის პაციენტებშიც ვამზადებთ პირის ღრუს, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ამის არაერთი მაგალითი გვქონია.

ასეთ დროს აღსანიშნავია რომ მკურნალობის დრო ბევრად ნაკლებია, მოიცავს მაქსიმუმ 8-10 თვეს.