28 ივლისს, გვინეტ პელტროუს შესახებ წიგნი გამოვა. ეს გახლავთ ემი ოდელის მიერ დაწერილი ბიოგრაფიული ნამუშევარი, რომელშიც მსახიობის ცხოვრებისა და კარიერის შესახებ უამრავ საინტერესო დეტალს გავიგებთ.
პერიოდულად წიგნიდან ამონარიდები ვრცელდება. ერთ-ერთმა უკვე მიიქცია საზოგადოების ყურადღება და კრიტიკაც დაიმსახურა.
წიგნში ნახსენებია ბრედ პიტთან რომანის პერიოდი.
„მე და ბრედს ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ბავშვობა გვქონდა, რესტორანში რომ მივდიოდით და ჩვენთვის ხიზილალა მოჰქონდათ, ბრედისთვის იმის ახსნა მჭირდებოდა, თუ რა იყო ეს, ასევე განმემარტა, რომელი იყო ბელუგა და რომელი ხამანწკა“, – იხსენებს 52 წლის მსახიობი.
„ნამდვილი სნობიზმია“, „ძალიან საწყენი იქნება ბრედისთვის ამის მოსმენა“, „ანუ ბრედ პიტს დასცინის?“,„აშკარად საინტერესო წიგნი იქნება“, – არ წყდება კომენტარები.
ცნობისთვის, გვინეტი და ბრედი 90-იანებში ხვდებოდნენ ერთმანეთს და ჰოლივუდის გამორჩეულ წყვილადაც იყვნენ შერაცხილნი. მათი ურთიერთობა იმდენად სერიოზული იყო, რომ 1997 წელს ნიშნობაც კი ჰქონდათ, თუმცა ის მალევე ჩაიშალა.



