LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობოტაქსის პრემიერამ „ტესლას“ აქციები დააგდო. ინვესტორები ვერ აღფრთოვანდნენ

125
რობოტაქსის პრემიერამ „ტესლას“ აქციები დააგდო. ინვესტორები ვერ აღფრთოვანდნენ

„ტესლას“ აქციები 9%-ით დაეცა მას შემდეგ რაც რობოტაქსის პრემიერა შედგა. რამდენიმე დღის წინ „ტესლამ“ ფუტურისტული პროტოტიპი სახელით Cybercab წარადგინა – ელექტროქარი „პეპელა-კარებით“. თუმცა, ინვესტორებმა სიახლე ვერ დააფასეს“ ვაჭრობის დასრულებისას კომპანიის აქციები 8,78%-ით შემცირდა და 217,8 დოლარი შეადგინა.

Jeffreys ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ „ტესლას“ პრემიერით იმედგაცრუებულები დარჩნენ. Barclays-ში აღნიშნეს, რომ ავტომწარმოებელმა არანაირი იდეები არ გაამხილა, ისეთი რომელთა რეალიზებასაც უახლოს მომავალში შეძლებდა.

ამის ნაცვლად ის სრულად ავტონომიურ მართვაზე კონცენტრირდა – სფეროზე, რომელიც მასობრივი გამოყენებისგან ჯერ ძალიან შორსაა. ამასთან, Tesla-ს არც თავისი სისტემა FSD-ის გაუმჯობესება უცდია.

ილონ მასკის განცხადება 30 ათასი დოლარის შესახებაც ვერ მოეჩვენათ რეალურად. Forrester-ში დარწმუნებული არიან, რომ Tesla ასეთი პროექტის რეალიზებას ათწლეულის ბოლომდე ვერ შეძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები