LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აღმოჩნდა დიდ სცენაზე ნათია ქოროღლიშვილი: „ჩემი მეუღლე მიხვდა, რომ სიმღერის გარეშე მოვკვდებოდი…“

586
ნათია ქოროღლიშვილი

მომღერალი ნათია ქოროღლიშვილი იხსენებს, როგორ არ უნდოდა მის ოჯახს, რომ ემღერა, თუმცა შემდეგ ხელი მაქსიმალურად შეუწყვეს:

„თავიდან დიდა არ უნდოდათ, რომ მემღერა. იცოდნენ, რასაც წარმოვადგენდი, მაგრამ ფიქრობდნენ, ბავშვებს ავიყვანდი და პედაგოგობით დავკავდებოდი. მეც არ ვიცი, რა დამემართა, მაგრამ ეს ცეკვასა და სიმღერაზე გაგიჟებული ადამიანი, ამაზე თანახმა ვიყავი (იცინის). ცოტა დრო რომ გავიდა და ბავშვები წამოვზარდე, ვიგრძენი, რომ მიჭირდა. ოჯახისა და მეგობრებისთვის ყოველთვის ვმღეროდი, მაგრამ ეს ხომ დიდ სცენაზე არ ხდებოდა?! ვგრძნობდი, რომ ამის გარეშე კარგად არ ვიყავი, მეგონა, ვიხრჩობოდი. ეს ჩემმა მეუღლემაც შემატყო. თან, გიორგის მართლა ძალიან უყვარს ჩემი სიმღერა. ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, ჩემი პირველი მსმენელია,. თვითონაც კარგად მიხვდა, რომ ამის გარეშე მოვკვდებოდი (იცინის). მითხრა, სცადეო. „ჯეოსტარში“ ჩემი მულის დამსახურებით გავედით. მან არ მომცა უარის თქმის საშუალება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g