20 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის ფინანსურად ყველაზე გამომწვევი და კრიტიკული დრო დგება.
ამ დროს ისინი ალბათ ყველაზე მეტ ფულს გამოიმუშავებენ, თუმცა უჩნდებათ ბევრი ვალდებულება და გადასახადები, რომელიც აქამდე არ აწუხებდათ. ამას ემატება ფინანსური მიზნები, ისეთი როგორიცაა მაგალითად სწავლა ანდაც საერთოდ სახლის ყიდვა.
საიდან ვიწყებთ?
რამიტ სეთჰის, თვითშემდგარი მილიონერის მთავარი რჩევა „ავტომატური ინვესტირების“ დაწყებაა.
რაც უფრო ადრე დაიწყებთ ინვესტირებას მით უკეთესია. როცა ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრობ ეს რთული წარმოსადგენია, თუმცა ნათელი მომავლის უზრუნველყოფა ყველაზე პატარა დანაზოგსაც კი შეუძლია.
რატომ არის მნიშვნელოვანი ინვესტირება მაშინ, როცა ახალგაზრდა ხარ
რაც უფრო მეტი დრო გექნებათ ინვესტირებისთვის, უკეთესია. ბუნებრივია, დროთა განმავლობაში შემოსავლები გაიზრდება და თქვენს ფულს მეტი შესაძლებლობა მიეცემა გამრავლებისთვის.
ამასთან, ბაზარი ყოველთვის მყარი არ არის, ხან წააგებთ ხან მოიგებთ. რაც უფრო ადრე დაიწყებთ ინვესტირებას, შესაძლო წარუმატებლობების გამოსასწორებლადაც მეტი დრო გექნებათ.
გაერთე სანამ ახალგაზრდა ხარ
სეთჰის მეორე რჩევა, ახალგაზრდობით ტკბობაა.
„არ ეცადო იყო 40-ის, მანამ სანამ 40-ის არ გახდები“. ახალგაზრდობა საუკეთესო პერიოდია საკუთარი თავის გასაცნობად, მეგობრებთან ერთად გასართობად, ბიუჯეტურად სამოგზაუროდ.
ფინანსური კეთილდღეობა მნიშვნელოვანია, თუმცა არც სიამოვნების მიღება არ უნდა დაგავიწყდეთ.