LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავმალოთ ტანისამოსით ზედმეტი კილოგრამები – პრაქტიკული რჩევები დიზაინერ ფატუნა ბუშიჰედისგან

400
page

რადიო „ფორტუნას“ დილის სტუმარია დიზაინერი, ფატუნა ბუშიჰედი, რომელმაც არაერთი საინტერესო რჩევა მისცა მსმენელს. 

რა იქნება 2022 წელს მოდის ტენდენციების კუთხით აქტუალური და ახალ წელს რა ფერის ტანისამოსი უნდა ჩავიცვათ?

მოდის ტენდენციები იმდენად მრავალფეროვანია, რომ ყველა დიზაინერს მაინც თავისი ხედვა აქვს. მთავარი ტენდენციები მაინც არის შინაგანი მდგომარეობა. ის მოწესრიგებული, დალაგებული და დამშვიდებული უნდა იყოს.  წლის ფერებს რაც შეეხება, ლურჯი, ლურჯი-შავში გარდამავალი, ასევე ყვითელი, მზის ფერი გახლავთ ვეფხვის წლის მთავარი ფერები.

როგორ შევნიღბოთ ტანისამოსით ზედმეტი კილოგრამები, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ უნდა შევიყვაროთ საკუთარი თავი, სხეული, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი კილოგრამით მეტი ვიქნებით. თუმცა მაინც გეტყვით, თუკი გვსურს ზედმეტი კილოგრამების დაფარვა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მუქი ფერის ტანისამოს მივანიჭოთ უპირატესობა. მუქი ფერის შარვალი, ღია ფერის ბლუზონთან, – ეს არის კომბინაცია, რომელიც ნიღბავს ზედმეტ კილოგრამებს და ათხელებს ვიზუალს. სრულმა ქალბატონმა არასდროს უნდა ჩაიცვას ორზე მეტი ზედა, რამდენიმე ფენა,  მაგალითად მაისური და ჟაკეტი. პლუს ზომის ქალბატონმა უნდა ჩაიცვან „მიდი“ კაბა და ის არ უნდა იყოს გაშლილი ყელიდან ან წელიდან, კაბის ფორმა სილუეტს უნდა მოჰყვებოდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები