LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავერთოთ 2022 წელს – საუკეთესო ტურისტული აქტივობები

133
37813180527grachtenbootjesAN6617

პოპულარულმა ტურისტულმა პორტალმა TripAdvisor 2022 წლის საუკეთესო ტურისტული აქტივობები დაასახელა და პირველი ადგილი ამსტერდამის არხებში კრუიზმა დაიკავა. სრული სია თავად Tripadvisor-ზეა გამოქვეყნებული.

ამსტერდამში ნავით გასეირნებას პლატფორმის მომხმარებლებმა 10 ათასზე მეტი შეფასება დაუწერეს. მოგზაურები აღფრთოვანებული დარჩნენ გიდებით, ასევე ექსკურსიის თანმხლები ღვინისა და ყველის დეგუსტაციით. როგორც რეიტინგის ავტორები აზუსტებენ, საკრუიზო პროგრამის ფარგლებში ტურისტები გადიან ანა ფრანკის სახლს, მოტივტივე სახლების მუზეუმს, რამდენიმე ტაძარსა და მუზეუმს. ასეთი ტურის საშუალო ღირებულება 20 დოლარიდან იწყება.

საუკეთესო აქტივობების სიაში მეორე ადგილი დუბაის უდაბნოში გასეირნებამ დაიკავა, რაც კვადროციკლებით რბოლას, აქლემებს, ქვიშის სნოუბორდს და საღამოს ვახშამს მოიცავს. ტურის ღირებულება 85 დოლარიდან იწყება.

მესამე პოზიციაზე ჰავაის კუნძულზე გიდთან ერთად 8 საათიანი ექსკურსია გავიდა. აქტივობის ფასი 139 დოლარიდან იწყება და ზღაპრულ ხედებთან ერთად მრავალფეროვანი გასართობებითაა დაკომპლექტებული.

2022 წლის ტოპ-აქტივობებს შორის მოხვდა ასევე – საფარი ჯიპებით, მაჩუ-პიქჩუში ინკების გზის გავლა, გასტრონომიული ტური რეიკიავიკში, კრუიზი მდინარე ტემზაზე, ბრაზილიაში ჯომარდობა და ავტობუსის ტური ლივერპულში, რომელიც The Beatles-ების მარშრუტს იმეორებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები