LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ იქცევა მაკა რაზმაძე, როცა რესპონდენტები სიყვარულს უხსნიან: „მოჩხუბარი სტუმრები გადაცემიდან ზოგჯერ ერთადაც მიდიან ხოლმე…“

167
მაკა რაზმაძე

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე, რომლის გადაცემაშიც რესპონდენტები ხშირად ჩხუბობენ ხოლმე, ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას ამბობს, რომ დაძაბული ეთერების შემდეგ სტუმრები ხშირად ერთი მანქანით გადიან ხოლმე ტელევიზიიდან:

„ისეც ყოფილა, რომ სტუმრები ეკამათებიან ერთმანეთს, ჩხუბამდეც მიდის საქმე, მაგრამ გადაცემა მთავრდება და ერთად მიდიან სახლში, ზოგჯერ ტელეკომპანიის მანქანით, ზოგჯერ ერთმანეთსაც კი ემსახურებიან ავტომობილით…“

ტელეჟურნალისტს ხშირად მამაკაცი რესპონდენტები სიყვარულს უხსნიან:

ცნობილი ამბავია, როცა ერთმა პოლიტიკოსმა პირდაპირ ეთერში ამიხსნა სიყვარული. ძალიან შემრცხვა, მოულოდნელობისგან გავწითლდი და გავაჩერე, მერე კი გადაცემა გავაგრძელე. კიდევ იყო რამდენიმე მსგავსი ამბავი, თუმცა არც ერთ შემთხვევაში ურთიერთობა არ გამიგრძელებია…“

მაკა რაზმაძე: „გაბოროტდა თითქოს ხალხი.. რაღაც მოგონილი “პრინციპების” გამო გლანძღავენ, გშლიან, გბლოკავენ..პოლიტიკამ ასე როგორ დააბრმავა ხალხი?“

მაკა რაზმაძე: „ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა არის ის, რომ შვილი არ გავაჩინე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g