LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვიპოვოთ მდიდარი ქმარი იტალიაში – ცნობილი ბლოგერი უმარტივეს გზას ამხელს

393
wedding-lake-como-il-sereno-muriel-saldalamacchia-047

მოგზაურმა ბლოგერმა გაამხილა მარტივი გზა, თუ როგორ შეიძლება იტალიაში მდიდარი ქმრის პოვნა. ვიდეო მან პოპულარულ სოციალურ ქსელში tiktok-ში გაავრცელა და მომხმარებელთა აღფრთოვანება გამოიწვია. საინტერესოა, რომ მის პოსტს უკვე მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

კადრებში იანა მაკუტი ტურისტებს ურჩევს, რომ მეტი დრო გაატარონ რესტორნებში, რომელიც იტალიის პოპულარული ტბის სიახლოვესაა განთავსებული. მისი თქმით, მანამ სანამ წყლის სანაპიროსთან ვახშმობთ, ნაპირთან მუდმივად მოდიან მდიდარი მამაკაცები თავისი იახტებით, უკვეთენ საკვებს და შემდეგ უკან მიცურავენ.

„ჩვენ ძალიან გაოცებულები დავრჩით იმ ფაქტით, რომ ამ რესტორნებს საკუთარი პირსები აქვთ. თუმცა, შემდეგ ყველაფერი ნათელი გახდა. ახალგაზრდა სასიძო რესტორანთან ნავით მოვიდა, მიირთვა და ისევ გაცურა. რატომ უნდა იდგნენ მდიდარი ადამიანები საყვარელი დაწესებულებების გზაზე საცობში? მათ უბრალოდ შეუძლიათ იახტა იყიდონ და რესტორნებთან პირდაპირ მიცურონ…“ – ახსნა მოგზაურმა.

მაკუტის გამომწერები ამ რჩევა-დარიგებით აღფრთოვანებულები დარჩნენ და შვებულების გეგმის განხილვა დაიწყეს.

„ყველაფერი ტბაზეა დამოკიდებული. მაგალითად, კომოს ტბა გამოდგება, ხოლო გარდას ტბის სიახლოვეს მხოლოდ მუშათა კლასი იკრიბება“- დაწერა ერთმა, „ჩემოდანს ვალაგებ და გავდივარ“ – დააზუსტა მეორემ. „ეს სწორედ ის სამოგზაურო ხრიკია, რომელსაც მთელი ცხოვრება ველოდი“ – იხუმრა მესამემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები