სოფო ბედია ჟურნალ „სარკესთან“ (21 მაისის ნომერი) პასუხობს კითხვას, როგორ ხვდება უსიამოვნო კომენტარებს, რაც მისი და მისი ქმრის მისამართით სოციალურ ქსელებში იწერება:
„არავის კომენტარებს არ ვკითხულობ. ჩემი ცხოვრება მაქვს და უსაქმური, ბოროტი ადამიანებისთვის ვერ მოვიცლი. როცა ადამიანი შემდგარი და წარმატებულია, ის არასდროს დაწერეს სხვაზე ცუდს. შეიძლება, ყველა არ მოგწონდეს, მაგრამ ცუდს არ დაწერ. აქ კრიტიკაზე არ არის საუბარი, არამედ ბრალდებაზე. გაბრალებენ ათას სისულელეს. საერთოდ არ გიცნობენ და შენზე წერენ, თანაც ისე, ბავშვებზე არც კი ფიქრობენ. მათ ხომ არ იციან, როგორ განიცდიან ამ კომენტარებს პატარები, ოჯახის წევრები. ჩემი ოჯახი მიცნობს, რაც ვარ და ვინც ვარ და ასეთ რაღაცებზე რეაგირება აღარ აქვთ. ის ადამიანები საშინელი აგრესიით გამოხატავენ რაღაცას და მათი კომენტარები არ მაინტერესებს. უბრალოდ, გულსატკენია, რომ ასე არიან გაბოროტებულნი…. ბედნიერ ადამიანს ასეთი რაღაცებისთვის დრო არ აქვს. ღმერთმა ყველა ისეთი ბედნიერი ამყოფოს, რომ ჩემი ცხოვრებით აღარ დაინტერესდნენ. მათ მოვუწოდებ: ბედნიერებას გისურვებთ! გისურვებთ, ისეთი დაკავებულები იყოთ, ისეთი კარგი სამსახურები გქონოდეთ, ისეთი კარგი პირადი ცხოვრება, რომ კეთილები გახდეთ.