„ხალხი არ აპატიებს მათ, ვინც პარტიის დაყოფაზე მუშაობს, არც მე და არც ჩვენი ხალხი ამას არ დავუშვებთ“, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს განცხადებას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით.
როგორც სააკაშვილი წერს, ყოველგვარი ხელოვნური დაყოფა მტრის თამაშია.
„მომწონს ჩემი სახელით სოფო ჯაფარიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყველა წევრთან და მენეჯმენტთან ერთად რომ მუშაობს, რათა პარტიამ შეინარჩუნოს სიმტკიცე.
მელია: რითი სჯობია დღეს ეს „ნაციონალური მოძრაობა“ „ოცნებას?“
„განსხვავებული აზრის დევნით, არაფორმალური მართვით, პოლიტიკის ფულის შოვნის საშუალებად ქცევით, ისე ემსგავსება - მხოლოდ ლოგოს ფერი თუ დარჩა განსხვავება“
ყოველგვარი ხელოვნური დაყოფა, გათიშვა, ყალბი თემების შემოგდება არის ჩვენი მტრის თამაში და მტერი არ უნდა გავახაროთ. ხალხი არ აპატიებს მათ, ვინც პარტიის დაყოფაზე მუშაობს, არც მე და არც ჩვენი ხალხი ამას არ დავუშვებთ. ის, რომ ხელისუფლებისთვის მთავარი პრობლემა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“, მე მგონი, გუშინაც დავრწმუნდით ჩოხატაურში.
წვრილმანი წყენებითა და პირადი ამბიციებით საქმე ვერ გაკეთდება. დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობის პირობებში გამარჯვება გარდაუვალია და ვაპირებ, აქტიურად გამოვიყენო თუნდაც ამ ტყვეობის ყველა დღე, ბრძოლისთვის და რუსების ხელისუფლებისგან საქართველოს გასათავისუფლებლად!“- წერს სააკაშვილი „ფეისბუკზე“.
ალბათ, პარტიიდან წასვლის კვირეული იქნება – გიორგი ბოტკოველი
ხაბეიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერთა თანავარსკვლავედია
