LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საავადმყოფოსკენ რომ მიგვყავდა და სახლიდან გავდიოდით, მისი ბოლო წინადადება იყო – ნუთუ აღარ გავივლი თბილისის ქუჩებშიო…“ – როგორ იხსენებს მეუღლე ზურა დოიჯაშვილს

336
--2023-01-26_14-02-12_942652

მომღერალ ზურა დოიჯაშვილს ჟურნალ „სარკესთან“ (5 ნოემბრის ნომერი) მისი მეუღლე, ქეთი ვადაჭკორია იხსენებს. მისთვის ვერავინ და ვერაფერმა ამოავსო ის სიცარიელე, რომელიც ქმრის, მომღერალ ზურა დოიჯაშვილის, დოიჯას, გარდაცვალების შემდეგ დარჩა.

ახლა ყოველი დღე მოგონებებითაა სავსე, როცა გვერდით საყვარელი ადამიანი ჰყავდა. თუმცა არის დიდი ნუგეში და სიხარული მის ცხოვრებაში  – შვილები და შვილიშვილები, რომელთაგან ერთი, ნაბოლარა დუდა, საოცრად ჰგავს ბაბუას.

ქეთი ვადაჭკორია:

1979 წელს ბორჯომში გავიცანით ერთმანეთი. იმ წელს ბორჯომში, სანატორიუმში ვისვენებდი, მეცხრე კლასის მოსწავლე ვიყავი, ზურას კი სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა… სანატორიუმში მოდიოდა ყოველ დილით  და მიმღეროდა სიმღერას „მე გაზაფხულივით მოგეპარე“. მას შემდეგ დაიწყო ჩვენი მეგობრობა…

ყველა სიმღერა შვილივით უყვარდა, მაგრამ „მელიქიშვილის გამზირი“ მისი სავიზიტო ბარათი იყო…

რაც უნდა დამნაშავე ვყოფილიყავი, შერიგებისკენ მაინც ზურა დგამდა პირველ ნაბიჯს. ერთმანეთისთვის არასოდეს არაფერი დაგვიმალავს. ცოლქმრობასთან ერთად ვიყავით ძალიან კარგი მეგობრები, ძმაკაცები…

საავადმყოფოში რომ მიგვყავდა და სახლიდან გავდიოდით, მისი ბოლო წინადადება იყო _ ნუთუ აღარ გავივლი თბილისის ქუჩებშიო… მყავს შვილები, შვილიშვილები, მეგობრები, მაგრამ მაინც სიმარტოვეს და სიცარიელეს განვიცდი…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g