LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთის კუნძულზე დადგეს საგზაო ნიშნები, რომელიც მძღოლებს უსახლკარო კატების შესახებ აფრთხილებს

150
ქირიას NEWS შაბლონი (1)

საბერძნეთის კუნძულ სალამინაზე სპეციალური საგზაო ნიშნები დააყენეს, რათა უსახლკარო კატები სწრაფად მოძრავი ავტომობილებისგან დაიცვან.

სალამინა ათენთან ახლოს მდებარეობს და მატერიკს ბორანით უკავშირდება. კუნძულზე ჩასული მძღოლები ხშირად პატარა სოფლებში გადაადგილდებიან, სადაც ქუჩებში ბევრი კატა ცხოვრობს – ადგილობრივები მათ კვებავენ და როგორც შეუძლიათ ზრუნავენ.

ახლა ტურისტებისთვის პოპულარულ გზებზე გამოჩნდა ნიშნები, რომლებზეც კატებია გამოსახული და გაფრთხილებაა, რომ ამ ადგილებში ისინი გზას კვეთენ.

ამგვარად, სალამინაზე ცდილობენ დაიცვან მოწყვლადი ცხოველები – ნიშნების დანახვისას მძღოლები შეანელებენ სვლას და მეტი ყურადღებით იქნებიან.

მუნიციპალიტეტში იმედოვნებენ, რომ ეს ნიშნები არა მხოლოდ მძღოლების, არამედ ფეხით მოსიარულეების ყურადღებასაც მიიქცევს და შეახსენებს ყველას, რამდენად მნიშვნელოვანია გარემოში მცხოვრები ცოცხალი არსებების მიმართ პასუხისმგებლობა.

ნიშნები უფრო ფართო კამპანიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ცხოველებზე ზრუნვის მნიშვნელობის გაძლიერებას და ადგილობრივებისა თუ სტუმრების პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.