LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სადაც ჩემი ხალხია, დღეს მეც იქ უნდა ვიყო“ – ეკა მამალაძე მუსიკოსების მარშს შეუერთდა

185
ეკა მამალაძე

მომღერალი, ეკა მამალაძე მუსიკოსების მარშს შეუერთდა. მისი განცხადებით, „სადაც მისი ხალხია, დღეს თავადაც იქ უნდა იყოს“.

მამალაძე „ტვ პირველთან“ საუბრისას ამბობს, რომ მისი და მისი ოჯახის უდიდესი თხოვნაა, გათავისუფლდნენ უკანონო პატიმრები.

„გვარებს არ ვიტყვი, ვინმე არ გამომრჩეს, ეს არის ჩემი და ჩემო ოჯახის უდიდესი თხოვნა, რომ ისინი გათავისუფლდნენ. სადაც ჩემი ხალხია, დღეს მეც იქ უნდა ვიყო და არ შემეძლო არ მოვსულიყავი. ჩემი უდიდესი თხოვნაა, ანდრო ჭიჭინაძე, რომელიც არის ჩვენი ახალგაზრდა კოლეგა, სხვების გვარებს არ ვიტყვი, ვინმე არ გამომრჩეს, ეს არის ჩემი და ჩემო ოჯახის უდიდესი თხოვნა, რომ ისინი გათავისუფლდნენ. არ გვინდა დაძაბულობა, ისედაც ირევა ყველაფერი, უნდა დავმშვიდდეთ, ეს არის ჩემი და ყველას დიდი განცდა“, – განაცხადა ეკა მამალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g