LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთმა მთის კურორტებზე სიგარეტის მოწევა აკრძალა, ავსტრიულმა კურორტმა კი – ალკოჰოლი

112
pexels-winter-visual-542776220-30114441

ევროპის პოპულარულმა სამთო-სათხილამურო კურორტებმა მკაცრი შეზღუდვები დააწესეს სიგარეტის მოწევასა და ალკოჰოლის მოხმარებაზე. საფრანგეთში სათხილამურო კურორტებზე მოწევა აიკრძალა, ხოლო ავსტრიის ცნობილ კურორტზე – ალკოჰოლის მიღება. ახალი წესების დარღვევისთვის ჯარიმები საკმაოდ მაღალია და 375-დან 2000 ევრომდე მერყეობს, წერს travel and tour world.

საფრანგეთში სიგარეტის მოწევა აიკრძალა სათხილამურო ტრასებზე, საბაგიროებზე, ფუნიკულიორთან არსებულ რიგებში, კურორტებთან მისასვლელ გზებზე, ასევე ტბების მიმდებარე ტერიტორიებზე. გამონაკლისი მხოლოდ კაფეებისა და რესტორნების ტერასებისთვის დაიშვება.

ამ გადაწყვეტილების ინიციატორები ეკოლოგები იყვნენ. მათი მონაცემებით, მაღალმთიან რეგიონებში ნაგვის ყველაზე გავრცელებულ ტიპს სწორედ სიგარეტის ნამწვი წარმოადგენს. ორგანიზაცია Mountain Riders-ის მიერ ჩატარებული ბოლო დასუფთავების კამპანიის დროს სამთო-სათხილამურო ტრასებზე 58 ათასი ნამწვი შეგროვდა. ნამწვის ძირითადი ნაწილი ფილტრია, რომელიც პლასტმასის ბოჭკოების გამოყენებით მზადდება.

ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ყოველწლიურად 75 ათასი ადამიანი იღუპება მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების გამო.

ამავდროულად, ავსტრიის პოპულარულმა კურორტმა ზოლდენმა აკრძალა ალკოჰოლის მოხმარება ღია სივრცეებში, მათ შორის ქალაქის ქუჩებშიც. ნასვამი ტურისტების ქცევა ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სტუმრები ქუჩებში ცარიელი ლუდის ბოთლებით თამაშობდნენ.

ადგილობრივი მცხოვრებლების, კურორტის თანამშრომლების, ასევე მოხუცთა სახლისა და სკოლის შემოქმედებითი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დაცვამ ხელისუფლება იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ალკოჰოლის აკრძალვა აუცილებელი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები