საფრანგეთში ოქროთი სავსე ფურგონი გაძარცვეს. შემთხვევა ლიონში, მთავარი მაგისტრალის სიახლოვეს მოხდა. ფრანგული პრესის ინფორმაციით, ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა ავტომობილი ალყაში მოაქციეს, ძვირფასეულობა გადმოზიდეს, შემდეგ ფურგონს ცეცხლი წაუკიდეს და დანაშაულის ადგილიდან მიიმალნენ. ადგილზე ამჟამად სამართალდამცავები მუშაობენ და წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტის დროს არავინ დაზარალებულა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ძარცვა საფრანგეთში 4 თვის წინაც მოხდა, მაშინ 10-მა ბოროტმოქმედმა 3 მილიონი ევროს ღირებულების ოქროს გატაცება მოახერხა.