“საკრებულოს 24 თანამდებობის პირიდან 10 თანამდებობის პირს აქვს კავშირი ბიზნესთან”,-ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც თბილისის მე-5 მოწვევის საკრებულოს საქმიანობას ეხება.
ანგარიშში ნათქვამია, რომ პრობლემურია საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ არადეკლარირებული ბიზნეს წილები, რაც დეკლარაციის არასწორად შევსების შემთხვევას წარმოადგენს და შესაძლოა, დაჯარიმებას დაექვემდებაროს.
- “წილების საკუთრება არ აქვს დეკლარირებული საკრებულოს 5 თანამდებობის პირს: გიორგი ტყემალაძე (ქართული ოცნება – მრეწველები), გიორგი ახვლედიანი (ფრაქცია თბილისელები), გიორგი მუსხელიშვილი (ფრაქცია თბილისელები), ლია ჯახველაძე (თბილისელები), გულიკო ზუმბაძე.
- არასრულად არის დეკლარირებული საკრებულოს 2 თანამდებობის პირის წილის საკუთრება: ვლადიმერ ძნელაძე (ქართული ოცნება-მრეწველები), ლევან დარახველიძე (ქართული ოცნება – მრეწველები).
- კომერციული იურიდიული პირების ხელმძღვანელობა (დირექტორი) საკრებულოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას წარმოადგენს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, დირექტორად რეგისტრირებულია საკრებულოს 3 თანამდებობის პირი: გიორგი ტყემალაძე (ფრაქცია ქართული ოცნება – მრეწველები), ლევან დარახველიძე (ფრაქცია ქართული ოცნება – მრეწველები) ლია ჯახველაძე (ფრაქცია თბილისელები)”,-აღნიშნულია ანგარიშში.