52 წლის ბენ აფლეკის პირადი ცხოვრების პერიპეტიების ფონზე, მედიაში ანა დე არმასის პოსტერის საარქივო ფოტო გავრცელდა. ბენმა ის სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, სანაგვეზე მოისროლა. ეს მოხდა მაშინ, როცა დე არმასმა ის მიატოვა და ბენი გულგატეხილი დატოვა.
მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და „მრავალმა წყალმა ჩაიარა“, თუმცა ერთი რამ უცვლელია, „ოსკაროსანი“ ბენ აფლეკი კვლავ თავგზააბნეული დაიარება და მისი პირადი ცხოვრება კვლავ მოუწესრიგებელია.
როგორც ცნობილია, მედია ანა დე არამსისა და ტომ კრუზის შესაძლო რომანზე ალაპარაკდა. წყვილი ერთად უკვე ორჯერ გადაიღეს.
პარალელურად, ტაბლოიდები აქტიურად საუბრობენ ბენისა და მისი ყოფილი ცოლის, ჯენიფერ გარნერის შერიგებაზეც.
ამ დროს ჯეი ლო სდუმს და მხოლოდ კონცერტებს შორის შუალედებში, ქარაგმებით საუბრობს „არასწორ მამაკაცზე“.
ახლახან, მედიაში ინსაიდერის განცხადება გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ ბენი ანა დე არამასისა და ტომ კრუზის ფოტოებმა დააღონა.
„ბენს ანა საოცრად უყვარდა, შესაძლოა სწორედ ის იყო მისი ცხოვრების მთავარი სიყვარული. მათ განსაკუთრებული კავშირი ჰქონდათ, ბენს შესაძლოა გრძნობები განუახლდა ანას მიმართ, მისი ხილვა სხვა მამაკაცთან მისთვის დამანგრეველი იქნება“
ერთ სიტყვით, საქმე აშკარად „ჰოლივუდურ ოთხკუთხედთან“ გვაქვს. ჩვენ კი მხოლოდ ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.




