სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალური განცხადება კავკასიის მედიცინის ცენტრში პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ გუშინ გააკეთა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც უცხოელი ჟურ5ნალისტის და ილია მეორის შეხვედრის შესახებ წერს.
„საოცარი სიმშვიდე, სიყვარული და არამიწიერი ენერგიის ძალა მოდიოდა მისი უწმინდესობისგან… მეგონა არასდროს დასრულდებოდა… მახსოვს, ერთხელ უცხოელი ჟურნალისტი მყავდა მასთან ინტერვიუზე, რომლისთვისაც მიუწვდომელ და საინტერესო რესპოდენტთან დაგეგმილი ინტერვიუ იყო, ამ განწყობით მოდიოდა და უხაროდა რომ პატრიარქი დათანხმდა, ვერ იჯერებდა კიდევ… მისი თავდაპირველი ეიფორია ჯერ მხოლოდ ამ ემოციას უკავშირდებოდა.
წინასწარ არაფერი მითქვამს პატრიარქის საოცარ ენერგიაზე, რადგან ზუსტად ვიცოდი რაც მოხდებოდა… უწმინდესი მიესალმა და თავზე ხელი გადაუსვა… და პატარა ბავშვივით ინტერესით ჰკითხა რა აინტერესებდათ მისგან. რამდენიმე წუთი ჟურნალისტი მონუსხული, გაქვავებული ტიროდა, ხმას ვერ იღებდა, მისი უწმინდესობა ეფერებოდა და ამშვიდებდა. ინტერვიუს დრომ გადააჭარბა, რადგან დიდხანს ვერ საუბრობდა ჟურნალისტი. როცა წამოვედით სულ
ჩუმად იყო, „ის მიწიერი ადამიანი არ არის ნათია“ ძლივს მონახა თავში ძალა ეს სიტყვები ეთქვა…
გასახსენებელი ბევრი გვაქვს… ყველასთვის იყო… ამ ფოტოს არსებობაც კი არ ვიცოდი… სულ ახლახანს თემო ჯანაშიამ გამომიგზავნა…“, – წერს ნათია ბანძელაძე.
ცნობისათვის,
ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.
1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს.
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში მხოლოდ 15 ეპარქია იყო, ექვსი მღვდელმთავრითა და 50-მდე მოქმედი ეკლესიით. უწმინდესის მეოხებით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია, რის შედეგადაც მირონის მოხარშვის უფლება მოიპოვა. ილია მეორემ დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია და დღეს მას 50 ათასამდე ნათლული ჰყავს. უწმინდესის 47-წლიანი მოღვაწეობის შედეგად გაიხსნა არაერთი სასულიერო აკადემია, აღდგა ქართული საეკლესიო გალობა, აშენდა ასობით ეკლესია-მონასტერი.
4 იანვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაბადების დღეა – უწმინდესს 93 წელი შეუსრულდა.