LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველოს ივანიშვილი ვერ ჩაიჯიბავს” – რა მოხდა „იმედის“ პირდაპირ ეთერში მას შემდეგ, რაც გვარამიას განაჩენი გამოცხადდა

1665
იმედის არხი

„თავისუფლება ნიკა გვარამიას“, ამ სიტყვებით შეაწყვეტინა მწერალმა ლაშა ბუღაძემ „იმედის“ ჟურნალისტს პირდაპირი ეთერი, რომელიც ნიკა გვარამიას განაჩენზე საუბრობდა.

„გადაეცით ივანიშვილს და ქართულ საზოგადოებას,  ბოლოს ასე ვიტყვით, რომ რუსეთში რომ შეგვტენიან და ივანიშვილი რეფერენდუმს ჩაატარებს რუსეთში შესვლასთან დაკავშირებით“. – აღნიშნა ლაშა ბუღაძე, რომელსაც ჟურნალისტმა შეახსენა, რომ პირდაპირ ეთერში იყო.

„პირდაპირ ეთერში რომ ხართ, იმიტომ ვამბობ, თქვენ არ მპატიჟებთ არხზე“. – უპასუხა მას ლაშა ბუღაძემ და დასძინა, რომ მისივე სიტყვებით “საქართველოს ივანიშვილი ვერ ჩაიჯიბავს”.

„პუტინთან ერთად თქვენ გვიშლით ქვეყანას“. – აღნიშნა ეკა კვესიტაძემ, რომელიც ნინო ჯანგირაშვილთან, ნინია კაკაბაძესთან და ნინო ჯანგირთაშვილთან ერთად შეუერთდა ლაშა ბუღაძეს.

 

ამავე თემაზე: 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ მისი სასამართლო დარბაზში დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. 

გაბუნია: ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება, არ იქნება მარტივი, მაგრამ „მთავარი არხი“, ნიკა გვარამიას ბოლო წლების ქმნილება გააგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას

„ასამართლებენ მხოლოდ იმის გამო, რომ „რუსთავი 2“ აქცია თავისუფლების ციხესიმაგრედ და შეკრა გუნდი, რომელსაც ამ დრომდე ვერ მოერია „მანქურთთა ჯგუფი“ – ნოდარ მელაძე გვარამიაზე

ვიდეო – რასაც მთელი ცხოვრება ებრძოდა, რისთვისაც მთელი ცხოვრება წვალობდა, იმის გამო ასამართლებდნენ: სოფო ლილუაშვილი ნიკა გვარამიაზე

აბა თქვენ იცით! – ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი განაჩენის შემდეგ

ნიკა გვარამიას მეუღლე: „მხოლოდ იმის თქმა შემიძლია ახლა, რასაც ჩემს შვილებს ვეტყვი სკოლიდან რომ გამოვლენ, გამაგრდნენ..“

„ბიძინა ივანიშვილისთვის, ტელეკომპანია „მთავარი“ გახდება აზოვსტალი“ – როგორ ეხმაურებიან ნიკა გვარამიას დაკავებას

რეპრესიული მანქანა ამოქმედდა და ნიკა გვარამია აიყვანეს პოლიტიკურ ტყვეობაში: ადვოკატი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g