LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის და შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხრიდან, მას იმპიჩმენტი აქვს გამოცხადებული“- შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე

151
შალვა პაპუიაშვილი

პრემიერ ირაკლი კობახიძის წერილზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილს შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა.

მისი თქმით „ქალბატონ სალომეს თავისი გზა არჩეული აქვს – ეს არის ის გზა, რომელიც საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო გზაა”

„ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილს შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერ ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა – ვნების კვირაში ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა, ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალურ პირებისგან“ – პრეზიდენტი პრემიერის ღია წერილზე

პაპუაშვილის თქმით, ზურაბიშვილის განცხადებას „ნაკლები მნიშვნელობა აქვს, მითუმეტეს, რომ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის და შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხრიდან, მას იმპიჩმენტი აქვს გამოცხადებული“.

რაც შეეხება თავად კობახიძის წერილის იმ ნაწილს, სადაც ის აქციის მონაწილე ახალგაზრდების ნაწილს გიგლა ბერბიჭაშვილს ადარებს, პაპუაშვილი ფიქრობს, რომ ეს შედარება ზუსტია.

გულწრფელობას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როდესაც ის ცოდნითა და ინტელექტით არის გამყარებული, ცოდნისა და ინტელექტის არმქონე და თავდაჯერებული ადამიანი რუსულ ტანკზე უარესია – პრემიერი ახალგაზრდებს ღია წერილით მიმართავს

„ეს ზუსტი შედარებაა. დღეს არის „ეიჯიზმის“ მცდელობა, თითქოს, რომელიმე ასაკის ადამიანს მეტი ეთქმის და რომელიმე ასაკის ადამიანს – ნაკლები.  მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ასაკოვანი ადამიანები ფაქტობრივად ჩარეცხა და ეს იყო „ეიჯიზმი“. ახლაც ეს „ნაციონალური მოძრაობის“ გამოგონებულია და გამოყენებული აქვთ სხვა მხრივ – გარკვეულ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს რატომღაც ამ ქვეყანაში მეტი უნდა ეთქმოდეთ, ვიდრე სხვებს. ეს ქვეყანა ყველასია უფროსის და უმცროსის, ქალის და კაცის, ყველას ერთი ხმა აქვს, ეს არის დემოკრატია.

რაც არ უნდა სცადონ, რომ ამდენი ათასი მოქალაქის პროტესტი მიიყვანონ „ნაცებამდე“, არ გამოვა – დაუშვილი პრემიერის ღია წერილზე

აქციებზე როცა საუბრობენ, მათ აქციებზე 10-20 ათასი ადამიანი იყო პიკში, 29 აპრილს აქციაზე 200 ათასი ადამიანი მოვიდა ზუსტად ამ იდეების მხარდასაჭერად და იმათი ხმა ხმა არ არის? რანაირად ზომავენ, ასაკით, სქესით, თვალის ფერით? არ ვიცი, კიდევ სხვა რა მიდგომები აქვთ – „ეიჯისტური“ თუ ფაშისტური, როდესაც ასეთ საზომებს იყენებენ.

მთავარი სათქმელი ზუსტად ესაა – საამაყო და ხაზგასასმელი ასაკი კი არაა, მთავარი შინაარსია. არა ფორმა, არამედ შიგთავსი. ზოგი ახალგაზრდაა, ზოგი – ასაკოვანი, ზოგი ასაკოვანი ახალგაზრდულად გამოიყურება, ზოგი ახალგაზრდა ასაკოვანად. ფორმა ხომ არაა მთავარი, მთავარი შინაარსია. კითხვა არის მარტივი, რა არის ამ კანონში ისეთი, რაც არის მიუღებელი და ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო?”- განაცხადა პაპუაშვილმა.

„მთელი კამპანიაა აწეული, თითქოს სათამაშო იარაღებზე იყო საუბარი”- შალვა პაპუაშვილი უჩა აბაშიძეზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g