სასარგებლო და მავნე პროდუქტები წონაში კლებისთვის – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია” ფიტნეს ინსტრუქტორმა გიორგი ჭურღულაშვილმა ისაუბრა.
რატომ არის თევზი სასარგებლო პროდუქტი წონაში კლებისთვის?
თევზი შეიცავს მაღალი ხარისხის ცილას, ჯანსაღ ცხიმს, ვიტამინებს და მინერალებს, რომლებიც სასარგებლოა ორგანიზმისთვის. არსებობს ცხიმიანი და უცხიმო თევზი. ყოველდღიურ რაციონში თუ იქნება თევზი, ეს ძალიან კარგია, მაგრამ თუ ომეგა3 გამო შეეცდებიან რომ მიიღონ ცხიმიანი თევზი, ეს გარკვეულწილად უკუჩვენებასაც გამოიწვევს, მასში შემავალი ა ვიტამინიდან გამომდინარე. ჰიპერვიტამინოზი დაემართებათ. ღვიძლის ერთ-ერთი ფუნქციაა ალერგენების განეიტრალება. თუ ჭარბი რაოდენობით რომელიმე ვიტამინს მივაწვდით შეიძლება შეშუპება გამოიწვიოს. რაც შეეხება არაცხიმიან თევზს, კარგია, რადგან დიდი ოდენობით ცილას შეიცავს.
რა მოხდება ორგანიზმში შაქრის აკრძალვის შემდეგ?
ორ კვირაში:
- დაგეკარგებათ მადა შაქრის მიმართ. რადგან ყოველ ჯერზე შაქრის მიღების დროს სისხლში შაქრის დონე იწევს და უფრო მეტად გინდება შაქრის მიღება.
- ნაკლებად შეგაწუხებთ შიმშილის გრძნობა. სანამ შაქარს არ აკრძალავთ,ვერ გაიგებთ. რადგან ზუსტად შაქარი გვაშიებს. შაქრის მიუღებლობით შაქრის დონე დარეგულირდება სისხლში. უჯრედს შეუძლია მაქსიმალურად მიიღოს საკვები. რადგან შაქარი ორგანიზმისთვის საზიანოა, სხეული წინააღმდეგობას უწევს და ამას ჰქვია ინსულინის მიმართ რეზისტენტულობა. ანუ სხეული ბლოკავს ინსულინს,რადგან ის შაქრის დონეს აკონტროლებს, სხეულს კი შაქრის დონის დაწევა სურს უჯრედებში. როგორც კი შაქრის მიღებას შეწყვეტთ, სხეულის მუშაობა აღდგება და საკვებსაც სათანადოდ აითვისებს. ინსულინის მიმართ რეზისტენტულობა ხელს უშლის მიკრო,მაკრო ელემენტებისა და ვიტამინების ათვისებას.
- ნაკლებად დაიღლებით. განსაკუთრებით კვების შემდეგ. როდესაც შაქარს რეგულარულად იღებს, დაღლილობა თან სდევს კვებას. ეს ისევ სისხლში შაქრის არასწორი დონის გამოა. მასზეა დამოკიდებული გონების გადაღლა.
- სხეულიდან გამოიდევნება წყლის ნაწილაკები და ცხიმი. პირველ კვირას სხეულიდან გამოიდევნება ბევრი წყალი და ცოტა ცხიმი. შემდეგი კვირიდან კი ძირითადად ცხიმი. გაგიკვირდებათ რამდენი სითხე კავდება თქვენს ორგანიზმში. ზოგიერთი დაახლოებით 6კგ-ს კარგავს სითხის სახით. ასეთი დოზით სითხის შეკავება არც გულისთვისაა კარგი. განსაკუთრებით კლება შეინიშნება მუცლისა და წელის არეში. სწორედ ეს ადგილები მიუთითებს რამდენად ბევრ შაქარს მოიხმართ. შეამცირეთ შაქარი და მუცელიც დაპატარავდება.
- ხასიათი გაგიუმჯობესდებათ. თუ აქამდე ცუდი ხასიათებით გამოირჩეოდით, ამის მერე ბევრად მშვიდი იქნებით.გონებრივი შესაძლებლობები, კონცენტრაცია გაუმჯობესდება. იქნებით უფრო ყურადღებიანი, ყურადღების დეფიციტი გაქრება.
- კანი უკეთესი გახდება. დაიწყებს ბზინვარებას. ინსულინის მაღალი დონის დროს, განსაკუთრებით ქალებში ანდროგენების დონე იმატებს,იწვევს გამონაყარს. კაცებში კი მომატებული ინსულინი ტესტოსტერონის დონეს დაბლა დაწევს,რაც თავის მხრივ ბევრ პრობლემას გამოიწვევს.
- შემცირდება მოუქნელობა. ანთებები გაქრება, შეგაწუხებთ ნაკლები ტკივილი. ანუ შაქრიდან გადავდივართ ცხიმზე, როგორც ორგანიზმის “საწვავზე”. ამას დაახლოებით 3 დღე სჭირდება. თქვენ ამცირებთ ნახშირწყლებს შაქრებში, შესაძლოა ამან 3 დღის განმავლობაში გარკვეული სიმპტომები გამოიწვიოს, თუმცა თუ B ჯგუფის ვიტამინებს მიიღებთ საკვები დრაჟეს სახით,მაშინ ეს პრობლემებიც არ გექნებათ. რეალურად ორგანიზმში აშენებთ ფერმენტს უჯრედის დონეზე,რათა ორგანიზმმა იმუშაოს ცხიმით, როგორც საწვავით. ორგანიზმში რეალური მექანიზმები არსებობს, რომლებიც გადაეწყობიან ახალ საწვავზე. სწორედ ეს პროცესები იქნება 2 კვირაში. არტერიაში ანთებები გაქრება,რაც შეამცირებს ინსულტსა და ინფარქტს. ტვინში წარმოიქმნება ახალი უჯრედები, ამას შაქარი ხელს უშლიდა,რადგან ორგანიზმი მუშაობდა კეტონებზე, ისინი ნერვულ უჯრედებს ქმნიან. ასევე ღვიძლიდან გამოიდევნება დაგროვებული ცხიმი. დაიწყება მისი გასუფთავების პროცესი. თუ დიდი მუცელი გაქვთ, დიდი ალბათობით თქვენი ღვიძლი ცხიმშია. თირკმელები უკეთ ამუშავდება. დიაბეტიკებს სწორედ თირკმელებზე აქვთ პრობლემა. შაქრისა და ნახშირწყლების ამოღებით თირკმლის მუშაობა გაცილებით გაუმჯობესება.
რა შეცდომას უშვებენ შაქრის ამოღების დროს?
ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა როდესაც ფიქრობთ რომ შაქარი ამოღებული გაქვთ, მაგრამ შაქრის შემცველ პროდუქტს იღებთ დიდი რაოდენობით .