LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეუცვლელი არავინ არის, არც მე გახლავართ“ – რას ამბობს კონსტანტინე გამსახურდია, რომელიც გიორგი კეკელიძეს შეცვლის

790
ing

კონსტანტინე გამსახურდიას განცხადებით, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე შეთავაზება მან პარლამენტის თავმჯდომარისგან მიიღო.

„პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან“ – გიორგი კეკელიძე 

როგორც კონსტანტინე გამსახურდიამ „ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, „შეუცვლელი არავინ, მათ შორის, არც თავად არის“.

„შემოთავაზება პარლამენტის თავმჯდომარისგან, ბარონი შალვა პაპუაშვილისგან გუშინ მივიღე.

მინდა ვთქვა, რომ ბატონი გიორგი, უდავოდ, ნიჭიერი ადამიანია და საქმეც იცის.

ზოგადად, ვიტყოდი რომ შეუცვლელი არავინ არ არის, არც მე გახლავართ“, – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

„ბიბლიოთეკა არის უფრო მეტი, ვიდრე ინდივიდები – მცდელობები, პოლიტიკასთან დააკავშირონ, აჩვენებს იმ ადამიანების არაკეთილსინდისიერებას, რომლებიც ამას ცდილობენ“ – შალვა პაპუაშვილი

კითხვაზე – შეძლებს თუ არა, რომ პოსტზე პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი იყოს, კონსტანტინე გამსახურდია ამბობს:

„მოდით, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და დრო გვაჩვენებს“.

 

❗ “შეუცვლელი არავინ არ არის” – პირველი ინტერვიუ კონსტანტინე გამსახურდიასთან, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის პოსტზე გიორგი კეკელიძეს შეცვლის

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on პარასკევი, 12 იანვარი, 2024

 

ცნობისათვის, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, მწერალმა გიორგი კეკელიძემ 11 იანვარს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა და უთხრა, რომ „უნდა წავიდეს დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია“.

ამავე თემაზე:

„როცა საჭირო გახდა, ერთხანს ბიბლიოთეკა უსახლკაროების დასახმარებელ პუნქტად აქცია – სოფელი არ დარჩენილა სადაც მის მიტანილ წიგნს იქაურობა არ გაუნათებია“ – აკა სინჯიკაშვილი

„გიორგი კეკელიძეს იმის გამო უშვებენ, რომ ის არ ეთანხმება ხელისუფლებას და კონკრეტულ პარტიას“ – დათო ტურაშვილი

„გიორგის არცერთი მთავრობის პირობებში ერთხელაც აზრად არ მოსვლია ადამიანების გამორჩევა, პოლიტიკური ან რაიმე სხვა ნიშნით დახარისხება, თანაბრად ღია ჰქონდა კარი ყველასთვის“ – ნათია ფანჯიკიძე

„გიორგი კეკელიძეს ისეთ სოფლებში ჩაჰქონდა წიგნები, ბავშვები რომ კილომეტრებს გადიოდნენ განათლების მისაღებად“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

„არც მე გამიშვებს სინდისი სამშვიდობოს გიორგი კეკელიძე, ნიკოს სახელით მადლობა არ გითხრა, იმ ადამიანთა შორის ხარ, ვისი გაცნობაც ჩემმა ნიკომ მოასწრო“ – იზა ომაძის ემოციური მადლობა 

„ჩემი მხარდაჭერა გიორგი კეკელიძეს! ჩემი ხევსურეთისთვის, ძალიან ბევრი კარგი გააკეთა.. მისმა თანადგომამ გადამატანინა ძალიან მძიმე პერიოდი“ – მარგარეტ დაიაური

magti 5g