მალაიზიის ქალაქ კლუანგში (ჯოჰორის შტატი) რელიგიურმა პოლიციამ დააკავა წყვილი, რომელიც ქორწილს ერთ თვეში აპირებდა. ამის შესახებ გამოცემა Mothership წერს.
გოგონა სხვა ქალაქიდან იყო ჩამოსული, რათა საქმროს ოჯახი გაეცნო. წყვილი ერთსა და იმავე სასტუმროში გაჩერდა.
ღამით სასტუმროში რელიგიური პოლიცია შევიდა. გოგონა თავიდან კარის გაღებაზე სასტიკ უარს აცხადება და ამტკიცებდა, რომ ნომერში მარტო იყო. თუმცა პოლიციელებმა მის სიტყვებს არ დაუჯერეს და საქმროც მალევე იპოვეს – ის მაგიდის ქვეშ იმალებოდა.
წყვილს ბრალად სდებენ ე.წ. ხალვათს – რელიგიურ სამართალდარღვევას, რომელიც გულისხმობს ორი სხვადასხვა სქესის ადამიანის ერთ სივრცეში უკანონოდ ყოფნას, როცა ისინი ქორწინებაში არ იმყოფებიან და შესაბამისად, ეს დაუშვებელია.
თუ რა ბედი ელით დაკავებულებს, ამას გამოცემა არ აზუსტებს.