LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედმა მეცნიერებმა თანდაყოლილი სიყრუეს მქონე პაციენტებს სმენა სრულად აღუდგინეს

110
sharon-waldron-qc88pszd9fu-unsplash

შვედეთის კაროლინსკის ინსტიტუტის მეცნიერებმა მნიშვნელოვანი სამეცნიერო გარღვევა მოახდინეს – გენური თერაპიის ექსპერიმენტის შედეგად სმენა აღუდგა თანდაყოლილი სიყრუეს მქონე ათიდან ათ პაციენტს. ამის შესახებ good news network წერს.

კვლევა ფოკუსირებული იყო OTOF გენის მუტაციაზე, რომელიც სმენის დარღვევის ერთ-ერთ გავრცელებულ მიზეზად ითვლება. მეცნიერების შეფასებით, აღნიშნული გენეტიკური პრობლემა მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 200 ათას ადამიანს შეიძლება აწუხებდეს.

თერაპიის ფარგლებში პაციენტების ყურში შეიყვანეს სპეციალური ვირუს-გადამტანი, რომელიც დაზიანებულ უჯრედებში საჭირო გენს მიაწოდებს. თანამედროვე გენურ თერაპიაში მსგავსი მეთოდი ფართოდ გამოიყენება – ამ შემთხვევაში ვირუსი უსაფრთხო „მატარებლის“ როლს ასრულებს.

შედეგმა თავად მკვლევრებიც გააოცა: ექსპერიმენტში მონაწილე ყველა პაციენტმა, მათ შორის ერთ წლამდე ასაკის ბავშვებმა და ზრდასრულებმა, სმენის აღდგენა შეძლეს. ყველაზე ეფექტური შედეგები დაფიქსირდა 5-8 წლის ასაკობრივ ჯგუფში.

მეცნიერების თქმით, ეს მიღწევა მხოლოდ სამედიცინო სტატისტიკა არ არის – ბევრმა ბავშვმა პირველად შეძლო მშობლებთან სრულფასოვანი კომუნიკაცია და გარემოს უკეთ აღქმა, რაც მათი ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები