LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სლოვაკეთში საახალწლო ფეიერვერკებზე უარს იტყვიან, რათა ცხოველები არ შეაშინონ

57
1541710589-fireworksdogs

სლოვაკეთში, ქალაქ ლიპტოვსკი-მიკულაშში გადაწყვიტეს, რომ შობა-ახალი წელი ფეიერვერკებისა და ზედმეტი ხმაურის გარეშე აღნიშნონ. ქალაქის მერიამ ასეთი ნაბიჯი იმიტომ გადადგა, რომ ძლიერი ხმაური ცხოველებს ძალიან აშინებს. ფეიერვერკზე დაზოგილ ფულს კი ცხოველთა ადგილობრივ თავშესაფარში გადარიცხავენ.

სლოვაკეთის დასახლებაში ახალი წლის მშვიდად აღნიშვნა უკვე გარკვეულ ტრადიციადაა ქცეული და ხმაური შარშან და შარშანწინაც აკრძალული იყო. თანაც, დარჩენილი ფული მაშინაც ცხოველებზე ზრუნვას მოხმარდა.

აღსანიშნავია, რომ მაგალითად ესპანეთის ქალაქ ვეგას-დე-ხენილიში ძაღლებს სპეციალურად წვრთნიან, რათა მათ ფეიერვერკების არ შეეშინდეთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები