LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ჯაფარიძე: „ღუდუშაური ყველანაირ ზღვარს და ნორმას გასცდა.. მზად ვარ, ასეთ ნაძირალებს ფიზიკურადაც დავუპირისპირდე!“

293
Untitled design

„არავის არ აქვს უფლება, ქალს, ჩემს თანამებრძოლს ასე უღირსად ელაპარაკოს‼️ ღუდუშაური, მისი კოლეგების მსგავსად, გასცდა ყველანაირ ზღვარს და ნორმას“, – ამის შესახებ „ნაციონალური  მოძრაობის“ წევრი სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და უმრავლესობის მხრიდან ოპოზიციონერი დეპუტატების მისამართით დღეს, პარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.

ანა წითლიძემ ალუდა ღუდუშაურს „დებილი“, ღუდუშაურმა ოპოზიციონერ დეპუტატს კი „ბანძი“ და „ფარჩაკი“ უწოდა 

სოფო ჯაფარიძის თქმით, ის „თანაპარტიელის თუ თანამებრძოლის შეურაცხყოფას არავის აპატიებს“.

„რომელი ქალი უნდა დაიცვას სახელმწიფომ აგრესიისგან და ძალადობისგან? როცა მოძალადეები უმრავლესობის რიგებში ჰყავთ.

მზად ვარ, ფიზიკურადაც დავუპირისპირდე ასეთ ნაძირალებს‼️

ქალის პატივისცემა ქართველი კაცის ღირსება იყო, ამათ არანაირი კავშირი არ აქვთ არც კაცობასთან, არც ღირსებასთან.

არავის არ გაპატიებთ ჩემი თანაპარტიელის თუ თანამებრძოლის შეურაცხყოფას!!

ჩემი დიდი პატივისცემა ანა წითლიძეს, თეონა აქუბარდიას და სხვა ქალებს, რომლებიც ყოველდღიურად იგერიებენ „ოცნების“ კაცუნებისგან აგრესიას და შეურაცხყოფას“, – წერს სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

 

არავის არ აქვს უფლება ქალს, ჩემს თანამებრძოლს ასე უღირსად ელაპარაკოს‼️
ღუდუშაური, მისი კოლეგების მსგავსად გასცდა…

Posted by Sopo Japaridze on სამშაბათი, 31 ოქტომბერი, 2023

 

თეონა აქუბარდია: „იმას, რაც „ოცნების“ კაცუნამ, ირაკლი ბერაიამ ჩემ წინააღმდეგ იკადრა, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია“

„ირაკლი ბერაიას ენას ამოვაძრობდი იმის გამო, რაც თეონა აქუბარდიას აკადრა.. ესენი გველაპარაკებიან კაცობაზე, ქალის და მანდილის პატივისცემაზე“ – იაგო ხვიჩია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები