LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ხალვაშს ცნობილი სახეები მხარდაჭერას უცხადებენ: „სულ „პუტინ ხუილო” ვიძახე, რუსებით სავსე ერას მოედანზე და არავის არაფერი შეუმჩნევია…“

1952
სოფო ხალვაში

ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც სოფო ხალვაში მონიშნა და მომღერალსა და ბათუმის მერის მოადგილეს მიმართა:

„სოფო, ჩვენი უკრაინელი მეგობრებისთვის გითქვამთ, ისე იზეიმეთ ბათუმში დამოუკიდებლობის დღე, ომი არ ახსენოთო, ტურისტები რომ არ გაღიზიანდნენო.

ასე გამოიყურება ჩემთვის სამარცხვინო საქციელი და უნდა იცოდე, რომ ხვალ, საყვარელი სოფო კი აღარ იქნები, ქოცების მონად ჩაგთვლის ყველა.

უკრაინაში ომია სოფო!“

ამ ინფორმაციას, რომელიც დღეს დილიდან ვრცელდება სოციალურ ქსელებში, გამოეხმაურა მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი, რომელმაც გადაწყვიტა, სოფო ხალვაშისთვის საკუთარი მხარდაჭერა გამოეხატა:

„მაინცდამაინც სოფო ხალვაშზე ნუ გადატეხავთ ყველა ჯოხს.

ჩემი სოლოკონცერტის ორგანიზატორი იყო პირადად სოფო, რომელთანაც ერთად გავიარეთ პროგრამა წინასწარ და იცოდა, რა სიმღერასაც ვაპირებდი…

სულ „პუტინ ხუილო” ვიძახე, რუსებით სავსე ერას მოედანზე და არავის არაფერი შეუმჩნევია. დღემდე ვმეგობრობთ და მისი აზრი ვიცი უკრაინის და უკრაინელების შესახებ, მათ შორის რას ფიქრობს რუსეთზე…

ვიცი, ბევრი კომენტარი იქნება, წინასწარ ვამბობ, არ ვერთვები დისკუსიაში.

უბრალოდ, დავაფიქსირე ფაქტი“.

სტეფანეს ამ მოსაზრების ქვეშ საკუთარი აზრი დააფიქსირა ნიკოლოზ რაჭველმაც:

„სოფოს მიერ მხარდაჭერილი ჩვენი ბათუმის ფესტივალიც წელს აგვისტოში მთლიანად უკრაინას ეძღვნებოდა და ომის თემაზეც აქტიურად ვსაუბრობდით სცენიდან, ასე რომ ძალიან მიკვირს და ვერ ვიჯერებ ამ ამბავს… და ვუერთდები შენს ბოლო წინადადებას: ვმეგობრობთ და ვიცი მისი დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენების და ოკუპანტი აგრესორი რუსეთის მიმართ!“

პროდიუსერი თეონა ჯორბენაძე ასევე იხსენებს სოფო ხალვაშთან თანამშრომლობის ფაქტს:

„ერთ ფაქტს მეც დავაფიქსირებ – 4-12 აგვისტოს ჩათვლით ბათუმში სწორედ სოფოს უშუალო მხარდაჭერით განხორციელდა გია ყანჩელისადმი მიძღვნილი ფესტივალი, რომლის მთავარი იდეა იყო უკრაინის მხარდაჭერა და უკრაინელი მუსიკოსების მონაწილეობა, უკრაინის ჰიმნის შესრულება, ნაწარმოებების უკრაინისთვის მიძღვნა, ზაპოროჟიედან დევნილი ოჯახის სრული პატრონაჟი, სცენიდან მიმართვებით და ა შ. ეს სოფოს საქმიანი და ქმედითი პოზიცია და გარდა ამისა, მისი დამოკიდებულება და გაწეული ქველმოქმედებაც კარგად ვიცი უკრაინის მიმართ“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g