ეკონომისტი ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ „პირადად სოსო გოგაშვილის დავალებით 2017 წელს დაიგეგმა მის წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობა და მისი დაჭერა აგენტ-პროვოკატორი ზვიად ჩიხლაძის ხელით“.
ოთო აბესაძე წერს, რომ სწორედ სოსო გოგაშვილის მიერ არის გავრცელებული მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის დამონტაჟებული ვიდეო მასალები.
„
სოსო გოგაშვილი არის ადამიანი, რომელიც 2012 წელს იყო სოციალურად დაუცველი და დღეს არის მულტი მილიონერი ![]()
სოსო გოგაშვილი არის საქართველოში კორუფციის სიმბოლო.
პირადად სოსო გოგაშვილის დავალებით 2017 წელს დაიგეგმა ჩემს წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობა და ჩემი დაჭერა აგენტ-პროვოკატორი ზვიად ჩიხლაძის ხელით.
აგენტ-პროვოკატორი ზვიად ჩიხლაძე მირეკავს, მწერს, მიხდის ბოდიშებს და მაბარებს აღსარებას თუ რა მოხდა 2017 წელს ჩემთან მიმართებაში. (სამწუხაროდ დღემდე ამაზე რეაგირება არ აქვს შსს-ს, რომელსაც არაერთგზის მივმართე)
სოსო გოგაშვილის გავრცელებულია ჩემს წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის დამონტაჟებული ვიდეო მასალები (1 თვის წინ). საქმის, რომელშიც გავმართლდი ![]()
მითი, ჩემი კორუმპირებულობის შესახებ შექმნა სოსო გოგაშვილმა და შეასრულა ზვიად ჩიხლაძის ხელით. მითი შექმნა ყველაზე კორუმპირებულმა ადამიანმა საქართველოში.
სამართალი ურმით, მაგრამ მაინც მოდის
“, – წერს ოთო აბესაძე.
ამავე თემაზე:
დიპლომატებს აქვთ ყველა ის მასალა, რის გასაჯაროებასაც მამაჩემი აპირებდა: ნიკოლოზ გოგაშვილი
ვიდეო: პოლიციამ გაჩხრიკა ბინები, რომელშიც სოსო გოგაშვილის შვილები ცხოვრობენ
